LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

80 წლის მორგან ფრიმენს სექსუალურ ძალადობაში 8 ქალი ადანაშაულებს

177

80 წლის ლეგენდარული ამერიკელი მსახიობი მორგან ფრიმენი სკანდალში გაეხვა. CNN-ის ინფორმაციით, ცნობილ მსახიობს 8 ქალი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. ყველა მათგანი სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა ფრიმენთან, ერთ-ერთი კი თავად მსახიობის ასისტენტია, რომელიც მასთან ერთად ფილმზე „ლამაზად წასვლა” მუშაობდა. ქალბატონი ყვება, რომ ფრიმენი მას გამუდმებით აწუხებდა და სექსუალურ ურთიერთობას აიძულებდა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ მსახიობმა ალან არკინმა ფრიმენს სთხოვა, გოგონასთვის თავი დაენებებინა.

ოსკაროსან ფრიმენს ძალადობაში კიდევ ერთი პროდიუსერი ადანაშაულებს. გაირკვა, რომ ფილმზე „სიცრუის ილუზია” მუშაობის დროს ის სხვადასხვა ქალებს გამუდმებით აწუხებდა.  როგორც Variety აცხადებს, ამ ფაქტს მორგან ფრიმენთან მომუშავე მამაკაცებიც ადასტურებენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები