LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

84 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი – პარლამენტმა ანტიკრიზისული ბიუჯეტი დაამტკიცა

84
პარლამენტი

84 მომხრე და არც ერთი წინააღმდეგი-პარლამენტმა ანტიკრიზისული ბიუჯეტი დაამტკიცა.

განახლებული დოკუმენტით, ანტიკრიზისული პროექტის ფარგლებში მთავრობა 16 მილიარდამდე ლარს დახარჯავს.

2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის მიხედვით, ანტიკრიზისული გეგმით განსაზღვრული ღონისძიებებისთვის საჭირო რესურსი 3 მლრდ 4 მილიონ ლარს შეადგენს. აღნიშნული თანხა 18 მიმართულებით დაიხარჯება, მათ შორის არის: შემოსავლის გარეშე დარჩენილი და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დახმარება, კომუნალური ხარჯების სუბსიდირება, ბიზნესის ხელშეწყობა, რომელიც გულისხმობს საგადასახადო შეღავათებს, სესხების პროცენტების სუბსიდირებასა და სხვა.

სახელწიფო ბიუჯეტის გადასახდელები მილიარდ ნახევარი ლარით იზრდება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 600 მილიონი ლარით მცირდება მიმდინარე და კაპიტალური ხარჯები. რაც იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე სახელმწიფო უწყებას დაფინანსება უმცირდება. სპეციალიზებული დაწესებულებების გარდა მნიშვნელოვნად მცირდება საწვავის ხარჯები, მაქსიმალურად შეიზღუდება ახალი თანამშრომლების მიღება და პრემიები.

ბიუჯეტის მიხედვით, მიმდინარე წლის ბოლოსთვის ვალის მოცულობა მშპ-ს 55%-ს მიუახლოვდება. ეკონომიკური ზრდა კი მინუს 4 პროცენტი იქნება.

ცნობისთვის, პლენარულ სხდომას არ ესწრებოდა საპარლამენტო ოპოზიცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები