LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

85 წლის სოფი ლორენი ბრწყინვალედ გამოიყურება და სიამოვნებით ამზადებს პასტას

286
1464f102d4b28222de6ae0bb56e6e745-ce-1078x673x94x0-cropped-960x600

იტალიურმა ბრენდმა GCDS, რომელმაც რამდენიმე თვის წინ გადაწყვიტა მაკარონის მწარმოებელ Barilla-ს თანამშრომლობა, სულ ცოტა ხნის წინ ვიდეორგოლი Dinner’s Ready („ვახშამი მზადაა“) გამოუშვა. აღსანიშნავია, რომ უძველესი კომპანიისთვის, რომელიც 1877 წელს დაარსდა GCDS თანამშრომლობა პირველი „მოდური კოლაბორაციაა“. რეტროს სტილში გაკეთებულ ვიდეოზე ნადია ლი კოენმა იმუშავა, მთავარი როლი კი, მხოლოდ ერთი რეპლიკით „ვახშამი მზადაა“, სოფი ლორენმა შეასრულა.

„ჩემთვის სოფი ლორენი ნამდვილი იტალიელი ქალის განსახიერებაა, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ვიდეორგოლზე ფიქრისას, აბსოლუტურად ინსტინქტურად გაგვახსენდა მისი სახელი, მითუმეტეს თვითონაც ძალიან უყვარს პასტა“, – აღნიშნა  GCDS-ს კრეატიულმა დირექტორმა ჯულიანო კალცამ.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები