LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

858 ახალი შემთხვევა, 580 გამოჯანმრთელებული,14 გარდაცვლილი – 2 თებერვლის კოვიდსტატისტიკა

91
1

ბოლო 24 საათში, კოვიდ-19 კიდევ 580-მა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 250 289-მდე გაიზარდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, გამოვლინდა კორონავირუსის 858 ახალი შემთხვევა.

ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 259 209-ია.

ახალმა კოვიდინფექციამ კიდევ 14 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსით სულ გარდაცვლილია 3 208 პაციენტი.

ამ დრომდე:

კარანტინის რეჟიმში რჩება 480 პირი.

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 2 520 ადამიანი.

კლინიკურ სასტუმროში მყოფთა რიცხვი 283-ია.

ბოლო 24 საათში, ჩატარდა კვლევა 17 271 ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11 459, PCR ტესტით – 5 812.

სტატისტიკური მონაცემები კორონავირუსის შესახებ ცოტა ხნის წინ განახლდა ვებგვერდზე Stopcov.ge.