LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

87-ე სკოლაში ინციდენტის მონაწილე 2 მოზარდი მშობლებთან ერთად, გამოკითხვაზე იმყოფება

police-2-e1543399640381

თბილისის 87-ე საჯარო სკოლაში ინციდენტის მონაწილე ორი მოზარდი მშობლებთან ერთად პოლიციაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს, – ამის შესახებ ინფორმაცია შსს-ში “ფორტუნას” დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. მათივე ცნობით, მოზარდებს რაიმე დაზიანება არ აღენიშნებათ.

“სერიოზულ კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია. ინციდენტი 2 მეგობარს შორის მოხდა, რომლებიც მე-11 კლასელები არიან,” – აცხადებენ უწყებაში.

ამჟამად მოზარდების გამოკითხვა მიმდინარეობს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

სკოლაში საპატრულო ეკიპაჟი მანდატურის სამსახურმა გამოიძახა. ადგილზე პოლიციის ორი ეკიპაჟი იყო მისული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები