LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

9 ფილმი, რომელიც ,,ოსკარის” მთავარი ნომინაციისთვის იბრძოლებს

764
best-movies-2019-2019-12-24-08-48-21-438680

ამერიკის კინოაკადემია წლის საუკეთესო ფილმს 9 თებერვალს დაასახელებს, იქამდე კი შეგვიძლია კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი 2019 წლის ყველაზე გამორჩეულ კინოსურათებს.

 ,,ფორდი ფერარის წინააღმდეგ” Ford v. Ferrari

IMDB რეიტინგი: 8.2

რეჟისორი: ჯეიმს მანგოლდი

როლებში: კრისტიან ბეილი, მეთ დეიმონი, ტრეისი ლეტსი

ნომინაციები ოსკარი 2020-ზე: 4

რეალურ ამბავზე დაფუძნებული ფილმი მოგვითხრობს ფორდისა და ფერარის ბრძოლაზე 1966 წლის „ლე მანსის“ მოსაგებად. ქეროლ შელბი (მეთ დეიმონი) ამერიკელი ავტოდიზაინერია განსაკუთრებული ხედვით. იგი უშიშარ ბრიტანელ ავტომრბოლელთან, კენ მაილსთან (კრისტიან ბეილი) თანამშრომლობს. მათი მიზანია შექმნან რევოლუციური სარბოლო მანქანა კომპანია „ფორდისთვის“, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება 1966 წლის ლე მანის 24 საათიანი ავტორბოლაში ენცო ფერარის დამარცხება.

 

,,ირლანდიელი” The Irishman

IMDB რეიტინგი: 8.1

რეჟისორი: მარტინ სკორსეზე

როლებში: რობერტ დე ნირო, ალ პაჩინო, ჯო პეში

ნომინაციები ოსკარი 2020-ზე: 10

შეუძლებელია, რომ მათი თანამშრომლობის შედეგად მიღებული პროდუქტი გამორჩეული და ხარისხიანი არ იყოს. „ირლანდიელს“ მაყურებელთა და კრიტიკოსთა მხრიდან მართლაც დადებითი შეფასებები მოჰყვა. „ირლანდიელი“ ეპიკური კრიმინალური დრამაა, რომელიც 2004 წელს გამოცემულ წიგნს, სახელად „ I Heard You Paint Houses”-ს ეფუძნება. ფილმის მთავარი გმირი დაქირავებული მკვლელი და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ფრენკ შირანი, მეტსახელად „ირლანდიელია“(რობერტ დე ნირო) , რომელიც მაფიის ბოსის, რასელ ბუფალინოს (ჯო პეში) დავალებებს ასრულებს. ალ პაჩინო ფილმში ამერიკის პროფკავშირების პრეზიდენტის, ჯიმი ჰოფას როლში გვევლინება, რომელიც 1975 წელს უკვალოდ გაქრა .

 

კურდღელი ჯოჯო“ Jojo Rabbit

IMDb რეიტინგი: 8.0

რეჟისორი: ტაიკა ვაიტიტი

როლებში: რომან გრიფინ დევისი, სკარლეტ იოჰანსონი, ტომასინ მაკენზი

ნომინაციები ოსკარი 2020-ზე: 6

სატირული დრამა, სადაც მოვლენები მეორე მსოფლიო ომის დროს ვითარდება. ფილმი ათი წლის ჯოჯო ბეტცლერის (რომან გრიფინ დევისი) შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც მარტოხელა დედა  (სკარლეტ იოჰანსონი)  ზრდის. მორცხვ და მოკრძალებულ ჯოჯოს მეგობრები არ ჰყავს, ამიტომ გამოგონილ მეგობარს იჩენს, რომელიც არც მეტი და არც ნაკლები, ადოლჰ ჰიტლერია. მიუხედავად ამისა, ჯოჯოს გამოგონილი მეგობარი ნამდვილ ფიურერს არაფრით ჰგავს.  ბიჭი ნაცისტური იდეებით სულ უფრო შეპყრობილი ხდება, მაგრამ ყველაფერი იცვლება მაშინ, როდესაც ის აღმოაჩენს, რომ დედა სახლში ებრაელ გოგონას ელზა კორის (ტომასინ მაკენზი) მალავს.

 

,,ჯოკერი” Joker

IMDB რეიტინგი: 8.6

რეჟისორი: ტოდ ფილიპსი

როლებში: ხოაკინ ფენიქსი, რობერტ დე ნირო, ზეზი ბიტზი

ნომინაციები ოსკარი 2020-ზე: 11

DC-ის ყველაზე პოპულარული და საინტერესო ვილენი ტოდ ფილიპსმა და ხოაკინ ფენიქსმა კიდევ ერთხელ გააცოცხლეს და რაც მთავარია, სრულიად სხვა კუთხით დაანახეს მაყურებელს. ხოაკინ ფენიქსს ამ პერფორმანსისათვის ექსპერტების აბსოლუტური უმრავლესობა ოსკარს უწინასწარმეტყველებს. აღსანიშნავია, რომ ტოდ ფილიპსის „ჯოკერი“ ვენეციის კინოფესტივალზე „ოქროს ლომის“ მფლობელი გახდა, ოსკარზე კი ყველაზე მეტი, 11 ნომინაცია მიიღო.

 

1917

IMDB რეიტინგი: 8.6

რეჟისორი: სემ მენდესი

როლებში: ენდრიუ სკოტი, ბენედიქტ კამბერბეჩი, კოლინ ფირტი

ნომინაციები ოსკარი 2020-ზე: 10

სემ მენდესის საომარი დრამა ორი რიგითი ჯარისკაცის შესახებ მოგვითხრობს, რომლებსაც პირველი მსოფლიო ომის დროს შეუსრულებელი მისია დაეკისრათ. მათ მტრის ტერიტორიის შუაგულამდე უნდა მიაღწიონ და გადასცენ შეტყობინება, რომელსაც 1600 ადამიანის და მათ შორის, ერთ-ერთი მათგანის ძმის გადარჩენა შეუძლია სასიკვდილო მახისგან. 1917 „ოქროს გლობუსის“ გამარჯვებული გახდა საუკეთესო ფილმის ნომინაციაში.

 

,,ქორწინების ისტორია” Marriage Story

IMDB რეიტინგი: 8.1

რეჟისორი: ნოა ბაუმბახი

როლებში: სკარლეტ იოჰანსონი, ადამ დრაივერი, ლორა დერნი

ნომინაციები ოსკარი 2020-ზე: 6

ნოა ბაუმბახის დრამედია (დრამა-კომედია) ”ქორწინების ისტორია“ ნიკოლ (სკარლეტ იოჰანსონი) და ჩარლი ბარბერების ( ადამ დრაივერი) ამბავს მოგვითხრობს, რომლებიც განქორწინების პროცესს გადიან. მათი ადვოკატების როლებს ფილმში ლორა დერნი და ალან ალდა ასრულებენ. ფილმმა როგორც კრიტიკოსების, ასევე მაყურებლების მოწონება დაიმსახურა. მთავარ ნომინაციებში არიან წარდგენილი როგორც იოჰანსონი, ასევე დრაივერი, ლორა დერნი კი მთავარი ფავორიტია საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი ქალის ნომინაციაში.

,,ერთხელ ჰოლივუდში” Once Upon a Time in Hollywood

IMDB რეიტინგი: 7.8

რეჟისორი: კვენტინ ტარანტინო

როლებში: ლეონარდო დიკაპრიო, ბრედ პიტი, მარგო რობი

ნომინაციები ოსკარი 2020-ზე: 10

კვენტინ ტარანტინოს ჰოლუვუდური ფილმი ჰოლივუდის შესახებ, რომლის გადაღებაზეც რეჟისორი ბავშვობიდან ოცნებობდა. ფილმის მოქმედება 1969 წელს ვითარდება. ვესტერნების მსახიობ რიკ დალტონს (ლეონარდო დი კაპრიო) კინოინდუსტრიის ახალ მოთხოვნებზე მორგება უჭირს.ქლიფ ბუტი (ბრედ პიტი) მისი კასკადიორის და ახლო მეგობრის, ჰელ ნიდემის პროტოტიპია. დალტონის მეზობლად რომან პოლანსკი და მისი ცოლი, შერონ ტეიტი (მარგო რობი) ცხოვრობენ.

პარაზიტი“ Parasite

IMDB რეიტინგი: 8.5

რეჟისორი: ბონგ ჯუნ ჰუ

როლებში: კან ჰო სონგი

ნომინაციები ოსკარი 2020-ზე:  6

ბონგ ჯუნ ჰუს შავი კომედია ოპორტუნისტების ოჯახის შესახებ წლის მართლაც ერთ-ერთი გამორჩეული და წარმატებული კინოსურათია. კანის 2019 წლის კინოფესტივალზე ფილმმა „ოქროს პალმის რტო“ მოიგო. „პარაზიტი“ კინოაკადემიის 92-ე დაჯილდოებაზე იბრძოლებს როგორც წლის ფილმის, ასევე წლის საერთაშორისო (უცხოენოვანი) ფილმის ნომინაციაშიც.

 

„პატარა ქალები“ Little Women

IMDb რეიტინგი: 8.3

რეჟისორი: გრეტა გერვიგი

როლებში: სირშა რონანი, ემა უოტსონი, ფლორენს პიუ

ნომინაციები ოსკარი 2020-ზე: 6

ლუიზა მერი ოლკოტის რომანის კიდევ ერთი ეკრანიზაცია ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული ოთხი დის ამბავს მოგვითხრობს. მოვლენები სამოქალაქო ომის შემდეგ, XIX საუკუნის მეორე ნახევარში, აშშ-ის შტატ მასაჩუსეტსში ვითარდება. ელეგანტური ლამაზმანი ჯო, ცელქი მეგი, გულკეთილი და მორცხვი ბეთი და პატარა ემი ღარიბი პასტორის, რობერტ მარჩის ოჯახში იზრდებიან და ცდილობენ ცხოვრების სირთულეებს დამოუკიდებლად გაუმკლავდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები