LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

9 საძინებელი, 16 სააბაზანო, სპა სალონი – პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ახალი სახლი სანტა-ბარბარაში

280
prnchrmeganmarkl

მიუხედავად იმისა, რომ პრინც ჰარისა და მეგან მარკლს სურდათ, მათი ახალი საცხოვრებელი სახლი საიდუმლოდ დარჩენილიყო, ეს ვერ მოხერხდა. მედიამ გაარკვია, რომ მეუღლეებმა სანტა-ბარაბარაში ფეშენებელური სახლი შეიძინეს, რომელიც 14 მილიონი დოლარი დაჯდა. სახლი 1700 კვადრატულ მეტრზეა გაშლილი და მასში 16 სააბაზანო და 9 საძინებელია.

სახლი რამდენიმე ნაწილისგან შედგება და ყველა მათგანს ინდივიდუალური მისაღები აქვს. ძირითადი სახლის მისაღებს აქვს სპა-სალონი, ოფისი, საუნა, სატრენაჟორო დარბაზი, სათამაშო ოთახი, გალერეა, თეატრი, ღვინის სათავსო და ავტოფარეხი ხუთი ავტომობილისთვის.

ცნობილია, რომ წყვილის მეზობლები ელენ დეჯენერესი და ოპრა უინფრი არიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები