LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

9 წელზე საუბარს აგრძელებთ თქვენ და ვერ გამოდიხართ ამ მდგომარეობიდან – ბახტაძე ჭიაბერაშვილს მიმართავს

109

“9 წელზე აპელირებას აგრძელებთ თქვენ და ვერ გამოდიხართ ამ მდგომარეობიდან, – ასე მიმართა პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელს ზურაბ ჭიაბერაშვილს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე. მან ზურაბ ჭიაბერაშვილი რკინიგზის წარუმატებლობაზე გაკეთებული განცხადებისთვის გააკრიტიკა და აღშნინა, რომ საკითხზე საუბრისას დეპუტატისთვის ინტერესის საგანი რკინიგზის მომგებიანობა არაა.

“ბატონო ზურაბ, ჩემი გამოსვლა გუშინდელიც, დღევანდელიც და მანამდეც, დავიწყე და ყოველთვის ვსაუბრობდი იმაზე, რომ ჩვენი მთავრობა არ აპირებს ფოკუსირებული იყოს იმ 9 წელზე, ვაპირებთ ვიყოთ ფოკუსირებული მომავალზე და პრობლემების კონკრეტულ გადაჭრაზე ჩვენი ხალხისთვის, მაგრამ საოცარია ის, რომ როგორც ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა დღეს ამას ამბობს, რომლისთვისაც მომგებიანია, რომ იმ 9 წელზე აკეთოს აპელირება, ამას აგრძელებთ თქვენ და ვერ გამოდიხართ ამ მდგომარეობიდან.

“კიდევ რკინიგზის წარუმატებლობაზე საუბრობდით. რკინიგზის მომგებიანობა-არმომგებიანობა არ არის ამ შემთხვევაში თქვენი ინტერესი, სწორედ ეს მდგომარეობაა, რომელიც თქვენ გაქვთ და ძალიან მარტივი მიზეზის გამო, ეს არის იურიდიული დოკუმენტი, თუ როგორ ფლობდა თქვენი მეგობარი, ბატონი დავით კეზერაშვილი რკინიგზის შვილობილ კომპანიას, რომელიც დაბრუნდა რკინიგზაში და ის არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემოსავლების წყარო. მე მესმის, რომ ის 30 მილიონი დივიდენდი, რომელიც რკინიგზამ მიიღო ამ საქმიანობიდან, საკმაოდ მსხვილი თანხაა. კიდევ მინდა გავიმეორო და პირდაპირ გითხრათ, მე ვარ ფოკუსირებული კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე. გაქვთ კონკრეტული ხედვა, პრეტენზია, მოგწონთ, არ მოგწონთ – ეს განვიხილოთ, მაგრამ საქმეს დავარქვათ რეალური სახელი,” – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები