LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

9 წლის გენიოსი მალე ბაკალავრის დიპლომს მიიღებს

46093
belcika-16-9-1530383310

9 წლის ბელგიელი ლორენ საიმონსი, რომელიც განსაკუთრებული ნიჭითაა დაჯილდოვებული სულ მალე ბაკალავრის ხარისხს მიიღებს. ბიჭუნა ჰოლანდიაში, ეინდჰოვენის ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ელექტროინჟინერიას სწავლობს. ლორანი ბაკალავრის დიპლომს დეკემბერში აიღებს. შემდეგ ის გეგმავს ელექტრონული ინჟინერიის სადოქტორო პროგრამის დაწყებას.

მშობლები, ლიდია და ალექსანდრე საიმონსი აღნიშნავენ, რომ ლორანის ნიჭი მასწავლებლებმა სკოლაში შენიშნეს. როცა ლორანი სასკოლო მასალას ძალიან სწრაფად ითვისებდა, მისი ნიჭის საზღვრების დასადგენად ტესტი ჩუტარეს, შედეგით კი გაოგნდნენ და თქვენს, რომ ლორანი მასალას იწოვდა ისე, როგორც ღრუბელი წყალს.

ლორენი ექიმების ოჯახიდანაა. მისი მშობლები ვერ ხსნიან ბიჭის გენიალურ ნიჭს, დედამ CNN-თან იმაზეც იხუმრა, რომ ორსულობის დროს ბევრ თევზს ჭამდა და ბიჭინას ნიჭი ამასთან იყო დაკავშირებული.

უნივერსიტეტმა ლორენს საშუალება მისცა დაასრულოს კურსი უფრო სწრაფად, ვიდრე სხვა სტუდენტები დაასრულებენ. დოქტორმა ჰალშოფმა აღნიშნა, რომ ის ყველაზე პატარა სტუდენტი ნიჭიერი და ამავდროულად საოცარი პიროვნებაცაა.

”ლორანი არის ყველაზე სწრაფი სტუდენტი, ვინც კი აქამდე გვყოლია. მას გააჩნია ჰიპერ ინტელექტი და ამასთან არიან ძალიან სიმპათიური ბიჭი“, – თქვა მან.

ლორანმა CNN- ს უთხრა, რომ მისი საყვარელი საგანი ელექტრო ინჟინერიაა და ის ასევე აპირებს მედიცინის შესწავლას.

მისი ნიჭი შეუმჩნეველი არ დარჩენილა, მას აქვს მრავალი შეთავაზება მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებისგან. თუმცა ლორენს და მის ოჯახს ჯერ არ გადაუწყვიტავს, რომელ უნივერსიტეტში გააგრძელებს ბიჭუნა დოქტორანტურის შესწავლას.

”ინფორმაციის შთანთქმას ლორანისთვის პრობლემას არ წარმოაგენს, ვფიქრობ შემდგომში უკვე ყურადღება უნდა გამახვილდეს კვლევებვისა და ცოდნის გამოყენებაზე , რათა ლორანმა სიახლეები აღმოაჩინოს.“ – თქვა მამამ და ისიც აღნიშნა, რომ მშობლები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ბიჭმა ბავშვობაც შეინარჩუნოს.

”ჩვენ არ გვინდა, რომ ის ძალიან სერიოზული იყოს. ის აკეთებს იმას, რაც მოსწონს, ჩვენ მთავარია დავიცვათ ბალანსი მის ბავშვობასა და მის ტალანტს შორის.“

ლორანმა თქვა, რომ მას მოსწონს თავის ძაღლთან, სემთან თამაში და ისევე როგორც ყველა ახალგაზრდა ტელეფონსაც ხშირად იყენებს. ის ინსტაგრამის მომხმარებელიცაა და ხშირად პოსტავს.

https://www.instagram.com/p/B4ZV-oSJ728/

ამასთან, 9 წლის ასაკში ლორანმა უკვე იცის რისი გაკეთება სურს მომავალში: მას სურს განავითაროს ხელოვნური ორგანოების გამოყენების სფერო.

ამ ეტაპზე ოჯახი ფიქრობს, სად შეიძლება გააგრძელოს სწავლა ლორანმა, მანამდე კი, თურმე 9 წლის გენიოსი იაპონიაში არდადეგების გატარებას გეგმავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები