LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

94 წლის დედოფალმა უინძორის მიწებზე ცხენით გაისეირნა

226
elizabetridinghors

მისი უდიდებულესობა ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედი დილით ადრე ადგა, ძალიან თბილად ჩაიცვა და სასახლის მიწები ცხენზე ამხედრებულმა მოიარა.

აბრეშუმის თავსაფარსა და ტრენდულ პალტოში გამოწყობილ დედოფალს კომპანიონობას მისი მეჯინიბე უწევდა.

სამეფო ოჯახი, როგორც წესი, სადღესასწაულო პერიოდს ოჯახის წევრებთან და უახლოეს მეგობრებთან ერთად ატარებს ხოლმე.

თუმცა, წინა კვირას გაირკვა რომ დედოფალი და მისი 99 წლის მეუღლე პრინცი ფილიპი შობას იზოლაციაში, უინძორების სასახლეში გაატარებენ. პანდემიის გამო შექმნილ ვითარებაში მათ გარისკვა არ სურთ.

უინძორების სასახლის ტერიტორიაზე იმავე დილით დედოფლის მეორე შვილი პრინცი ენდრიუც შეამჩნიეს. სამეფო ოჯახის 60 წლის წარმომადგენელი სასახლიდან 3 მილის მოშორებით ცხოვრობს და მშობლებს საკმაოდ ხშირად აკითხავს ხოლმე.

რაც შეეხება დედოფალს, როგორც კადრებში ჩანს მას თავის კომპანიონთან საკმაოდ ღრმა ემოციური საუბარი ქონდა და ჟესტიკულაციასაც იყენებდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები