A-Studio საქართველოში კონცერტის გამართვაზე უარი თქვა. ამის შესახებ ჯგუფის ხელმძღვანელმა ევგენი სელეზნევმა „რია ნოვოსტის“ განუცხადა.

რუსული მედია წერს, რომ ჯგუფმა საქართველოს ბოიკოტი გამოუცხადა და ბათუმში დაგეგმილი კონცერტი სწორედ ამის გამო ჩაიშალა.

როგორც სელეზნევი განმარტვს, კონცერტი გაურკვეველ დრომდე გადაიდო,  სანამ სიტუაცია არ ჩაწყნარდება.

შეგახსენებთ, ბათუმში კონცერტი 27 ივლისს იყო დაგეგმილი. რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი, ქეთა თოფურია, რომელიც ჯგუფის სოლისტია, პუტინის პოლიტიკის აქტიური მხარდამჭერია. 2010 წელს საბჭოთა კავშირისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ის სცენაზე სამხედრო ფორმით წარსდგა და სიმღერა “ჩვენ გვჭირდება ერთი გამარჯვება” შეასრულა.

2013 წელს, 12 ივნისს რუსეთის დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე თოფურიამ წითელ მოედანზე, რუსეთის დროშის ფერებში გაფორმებული კაბით იმღერა.

მსგავსი თემები