ცნობილი და საყვარელი ქართული ფილმების გამოცნობა ალბათ რთული არ უნდა იყოს, თუმცა ახალ თაობას შესაძლოა ნანახი (ჯერ) არ ქონდეს ჩვენი კინომატოგრაფის ნამდვილი საუნჯე. აქ რამდენიმე ცნობილი ფილმის ფოტოს შემოგთავაზებთ და შეგიძლიათ საკუთარი თავი გამოსცადოთ, რამდენად მარტივად იცნობთ ამა თუ იმ ფილმსა და მსახიობს.

 

დოდო აბაშიძე და აკაკი კვანტალიანი.
ფილმიდან “გიორგობისთვე”

 

ულამაზესი მედეა ჯაფარიძე.
ფილმიდან “გიორგი სააკაძე”

 

 

 

– ყველაფერი მოვაგვარე.
– სად?
– სათამაშოების ფაბრიკაში.
– სათამაშოები? რის სათამაშოები ასეთი ფაბრიკა არსებობს საერთოდ?
– აბა სად კეთება ეს დასაწვავი სათმაშოები…

ფილმიდან “თოჯინები იცინიან”

 

ისევ “თოჯინები იცინიან” – 1962 წელი.
როლებში: იპოლიტე ხვიჩია (მელიტონი), ეროსი მანჯგალაძე (სევერიან წივწივაძე), ჩიტოლია ჩხეიძე, სესილია თაყაიშვილი(ნუცა), გიორგი გაბელაშვილი, მარინე თბილელი (ალისა), სანდრო ჟორჟოლიანი…

 

– მე პატივცემულ პარმენს წარმოვუდგინე მაკეტი და ხარჯთაღრიცხვა.
– რას ამბობ, კაცო! ეს საღორეა თუ საკონცერტო დარბაზი! ღორი მაშინ არის კარგი, როცა იაფი ჯდება მისი მოვლა.

ფილმიდან “უდიპლომო სასიძო”

 

გოჩა ლომია, თაზო თოლორაია, კახა ქორიძე და ლეილა ყიფიანი.
ფილმიდან “ღიმილის ბიჭები”

 

დიდუუუ მიცვალებული ადგააააა
ფილმიდან: “იმერული ესკიზები”

 

სანდრო ჟორჟოლიანი და ცეცილია წუწუნავა.
ფილმიდან “ჭრიჭინა”

 

„რამდენჯერ გითქვამს აღარ გიყვარვარო. შენ გინდა, რომ მთელი ცხოვრება ჯვარის წერის პირველ დღეს ჰგავდეს. ასე არაა ძვირფასო. თუ დამიჯერებ, მე დღეს შენი ნაოჭები უფრო მიყვარს, ვიდრე შენი სახე ოცი წლის წინათ, მაგრამ ცხოვრება ისე გღლის, რომ ყოველთვის აღტაცებულ მიჯნურად ვეღარ გამოიყურები კაცი… შენთან ყოფნა ბედნიერებაა, მაგრამ ძნელიც არის. შენ ხომ ყველა ადამიანს შესვამ ხოლმე სადღაც ზევით, უსაშველო სიმაღლეზე და არც კითხულობ არის თუ არა იქ მისი ადგილი”.

ფილმიდან “მზე შემოდგომისა”

კატეგორიები: რჩევები ფილმები

მსგავსი თემები