LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აბანოთუბანში მდებარე მეჩეთი გაძარცვეს

139

აბანოთუბანში მდებარე მეჩეთში მისულ მორწმუნეებს დღეს სამლოცველო გაძარცვული დახვდათ. “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, ამ წუთებში მეჩეთთან კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული და ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მომხდართან დაკავშირებით აღმოსავლეთ საქართველოს მუფტმა განაცხადა, რომ საღამოს მან დაკეტა მეჩეთი, დღეს დილით, კი ფანჯარა დახვდა გატეხილი. მისი თქმით, მეჩეთში დაზიანებული არაფერია, თუმცა წაღებულია კომპიუტერი.

მომხდარზე საქმე 177-ე ქურდობის მუხლით არის აღძრული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები