LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აბაშიძის ქუჩაზე, ღამის კლუბში ორი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ერთი პირი დააკავეს

312
20190724213239

ღამის კლუბში მომხდარი დაპირისპირებისას ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

შემთხვევა თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცხადებენ, ახალგაზრდა მამაკაცი სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიული ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად შუადღისას დააკავეს.

ცნობისთვის, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება წუხელ, აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში დაიწყო და ქუჩაში გაგრძელდა. აღნიშნულის შედეგად ორი ახალგაზრდა დაშავდა, მათ ჭრილობები, სავარაუდოდ, დანით აქვთ მიყენებული.

დაჭრილები ამ დროისათვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მესამე მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები