ახალი სასტუმროები აბასთუმანში – კურორტზე სასტუმროების მშენებლობის პროცესს სხვადასხვა ბიზნესჯგუფები ახორციელებენ და ჯამში, აღნიშნული პროექტების საინვესტიციო ღირებულება 442 მილიონ ლარამდეა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აბასთუმანში მარიოტის საერთაშორისო ქსელის მაღალი კლასის Autograph Collection-ის 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს „პარაგრაფ აბასთუმნის” მშენებლობა უკვე მიმდინარეობს. პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა დაახლოებით 150 მლნ ლარია. სასტუმროს მშენებლობა 2023 წელს დასრულდება. ასევე დაგეგმილია სასტუმროების მშენებლობა:  “რუმსი”, რომლის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 43 მილიონი ლარია, “ვარძია,” რომლის ჯამური ღირებულება 36 მილიონი ლარია, “ეიკონ აბასთუმანი”, რომლის ღირებულება 5 მილიონი ლარია, “როიალ აბასთუმანი”, რომლის ღირებულება 6,5 მილიონი ლარია, “აღობილი”, რომლის ღირებულება 140 მილიონი ლარია და “იმპერიალი”, რომლის ღირებულება 25 მილიონი ლარია.

გარდა ამისა, დაგეგმილია აბასთუმნის ისტორიული აბანოს რეაბილიტაცია, რომლის ღირებულება დაახლოებით 36 მილიონი ლარია.

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები