LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აბდა-უბდა, გადასკუპდა, აქეთ ტაში, იქით ტაში” – ნუკრი ქანთარია

148
ნუკრი 5

ქართული ოცნება ბოლო რამდენიმე დღეა განსაკუთრებულად ხუმრობის ხასიათზეა და ოპონენტებს ხან გოიმურებს ეძახის, ხან – არაკომპეტენტურებს, ხან – მესამეთანრიგოსანს. ახლა კი უმრავლესობის წევრმა , როგორც თავად ამბობს, საყმაწვილო ენით შეაფასა პარლამენტში მიმდინარე დებატები.

პრემიერმა ოპოზიციას სასოწარკვეთილი და დეგრადირებული უწოდა - რამ გააბრაზა გახარია

უმძიმესი საყურებელია, დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ ჩემთვის

“შემიძლია მხოლოდ რომ საყმაწვილო ენით გითხრათ. რაც ეს ორი დღე შემიძლია შევაფასო – აბდა-უბდა, გასდასკუპდა, აქეთ ტაში იქით ტაში, ასე გვიყვარს ჩვენ თამაში. აი, ეს არის ბატონებო, მთელი თქვენი ლაიტმოტივი” – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

შეგახსნებთ, რომ გახარია პარლამენტში ამ კვირაში უკვე მეორედ მივიდა, ამჯერად ინტერპელაციის წესით. დღეს მას შეკითხვები “ნაციონალურმა მოძრაობამ” და “ევროპულმა საქართველომ” დაუსვეს. ამის შემდეგ კი სხდომათა დარბაზში პოლიტიკური დებატები გაიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები