LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარა 2019 წლის საუკეთესო სპორტულ რეგიონად დაასახელეს

70
juhnuik

აჭარა 2019 წლის საუკეთესო სპორტულ რეგიონად დასახელდა. ჯილდო აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს გადასცეს.

თორნიკე რიჟვაძემ დააანონსა, რომ მალე რეგიონს არაერთი საერთაშორისო მასშტაბის სპორტული ინფრასტრუქტურა შეემატება.

„2019 წელს ბათუმი გახდა ევროპის სპორტის ქალაქი და მოხარული ვარ, რომ ამჯერად აჭარა გახდა წლის სპორტული რეგიონი. წლევანდელი წელი, მართლაც, მნიშვნელოვანი იყო სპორტული ღონისძიებების მასპინძლობის მხრივ. ვუმასპინძლეთ ევროპის ჩემპიონატს ძალოსნობაში. აღსანიშნავია, რომ მალე რეგიონს შეემატება არაერთი საერთაშორისო მასშტაბის სპორტული ინფრასტრუქტურა. ბათუმს ექნება ახალი უეფას სტანდარტის სტადიონი, მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი, ძალოსნობის დარბაზი. ვულოცავ ყველა სპორტსმენს ამ მნიშვნელოვან აღიარებას, “ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

2019 წლის სპორტული მოვლენების დასკვნითი ღონისძიება საქართველოს განათლების სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდა სალომე ზურაბიშვილიც. პრეზიდენტმა წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვა.

პრეზიდენტი: ვისურვებდი ჩვენი ქვეყანა ისეთივე წარმატებული იყოს, როგორიც დღეს სპორტია საქართველოში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები