LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარა წითელი ზონა ჯერ არ არის, ყვითელი ზონაა – ტიკარაძე

112
tikar.jpeg

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აჭარა წითელი ზონა ჯერ არ არის, რეგიონი ყვითელ ზონად ითვლება.

“ჩვენ მიერ განსაზღვრული ინციდენტობით, საქართველოს სტანდარტებით, აჭარა წითელ ზონად ჯერ არ არის გამოცხადებული და მით უმეტეს, გამოცხადებული არ არის საერთაშორისო სტანდარტებით,”-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა “იმედის” ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ აჭარაში სიტუაცია ჯერჯერობით კონტროლს ექვემდებარება.

„ამის მიუხედავად ჩვენ დავიწყეთ ქმედითი ნაბიჯები იმისათვის, რომ დროულად იყო ვირუსი ლოკალიზებული, დადგინდეს კონტაქტები და გადაცემის ჯაჭვი გაწყდეს. ინციდენტობის მაჩვენებელი დღესდღეობით არის 14,6-ია. ამ მაჩვენებლის 20-მდე გაზრდის შემდეგ აჭარა წითელ ზონაში გადავა. აქედან გამომდინარე, პერსპექტივა, რომ აჭარაში შევძლოთ სიტუაციის კონტროლზე აყვანა, ჯერჯერობით დამაიდებელია“,-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის დადასტურებული 196 შემთხვევიდან 144 აჭარიდანაა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მკურნალობის კურსს გადის გადის 479 პაციენტი, აქედან 321 სამედიცინო დაწესებულებეში, 158 კი საკარანტინო სივრცეში მეთვალყურის ქვეშაა. გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში ჩატარდა 4 000-ზე მეტი PCR ტესტი, აქედან 144 შემთხვევაში პასუხი კორონავირუსზე დადებითია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები