LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარაბეთი: საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ბიზნეს შეთანხმება შედგა

9

საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ბიზნეს შეთანხმება შედგა! მსოფლიოს წამყვანი ონლაინ თამაშების კომპანია Paddy Power Betfair (PPB) და საქართველოს  ლიდერი კომპანია ონლაინ თამაშებში “adjarabet.com” უნიკალურ თანამშრომლობას იწყებს.

PPB ჯგუფი აჭარაბეთის 51%-იანი წილის მფლობელი 116 მილიონ ევროდ გახდა. აჭარაბეთი, როგორც ბაზრის ლიდერი კომპანია კიდევ უფრო იმყარებს პოზიციებს და განაგრძობს საქმიანობას, როგორც Paddy Power Betfair ჯგუფის წევრი ევროპის რეგიონში.

PPB ჯგუფი არის მსოფლიოში ცნობილი ბრენდი, რომელიც წამყვან პოზიციებზეა ბრიტანეთში და ირლანდიაში, ავსტრალიასა და აშშ-ში. ჯგუფის წლიური შემოსავალი 1.8 მილიარდ ფუნტს შეადგენს. კომპანია ლონდონის საფონდო ბირჟის FTSE 100 ინდექსში შედის და მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 5 მილიარდი ფუნტია.   

“ეს შეთანხმება სრულად ერგება ჩვენს სტრატეგიას, რაც ონლაინ სათამაშო ბაზარზე წამყვანი პოზიციების მოპოვებას გულისხმობს. აჭარაბეთი, როგორც ლიდერი ბრენდი, თავისი ძლიერი მენეჯმენტით და გუნდით, მყარად იკავებს პირველ ადგილს საქართველოს სწრაფად მზარდ და რეგულირებულ ონლაინ სათამაშო ბაზარზე. ჩვენი ჯგუფის ტექნოლოგიური რესურსების და სპორტის მიმართულებით მრავალფეროვანი შესაძლებლობების გათვალისწინებით მე დარწმუნებული ვარ, რომ აჭარაბეთთან ერთად განვაგრძობთ სვლას წარმატებისკენ”, – აცხადებს პიტერ ჯექსონი, PPB ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი.

“მოხარული ვართ გაცნობოთ საქართველოს და რეგიონის მასშტაბით ყველაზე მსხვილი გაცხადებული გარიგების შესახებ, ბრიტანულმა კომპანიამ PaddyPower Betfair შეიძინა კომპანია აჭარაბეთის 51% წილი 116 მლნ ევროდ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, რადგანაც ქვეყანაში შემოვიდა ლონდონის საფონდო ბირჟაზე მყოფი 5 მილიარდი ბრიტანული ფუნტის კაპიტალიზაციის კომპანია, რომელიც სათამაშო ბიზნესის ბაზრის ლიდერია თითქმის ყველა რეგიონში სადაც ოპერირებს: ბრიტანეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ავსტრალიაში. კომპანიისთვის ამ გადაწყვეტილების მთავარი ფაქტორი იყო ის რომ ჩვენ გაგვაჩნია მაღალი ცნობადობა რეგიონში, ვოპერირებთ საქართველოს და სომხეთის ბაზრებზე და გვყავს ძლიერი მენეჯმენტის გუნდი. ვფიქრობ, რომ ორივე კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და ძალიან საინტერესო მომავლის დასაწყისი”, – აღნიშნავს არჩილ კახიძე, აჭარაბეთის გენერალური დირექტორი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები