LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარაში ბოლო 1 წელში 30-ზე მეტი საინვესტიციო პროექტი განახლდა

138
batumi

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის ახალი რეგულაციის შედეგად განახლებული საინვესტიციო პროექტები დაათვალიერა. თორნიკე რიჟვაძე სამ საინვესტიციო ობიექტზე იმყოფებოდა: შპს “კროსვეისი” – რუმსი, შპს “GIMG” – ე.წ „კემპინსკი“ და შპს „ტამ ჯეო“ – ბაბილონ თაუერი.

როგორც ინვესტორები ამბობენ, ახალმა რეგულაციამ აჭარაში ბიზნესსაქმიანობა კიდევ უფრო ეფექტური და ჯანსაღი გახადა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, მათ მიერ 1 წლის წინ ამოქმედებული რეგულაციის მთავარი პრინციპია – ბიზნესს მიეცეს განვითარების ახალი შესაძლებლობა და შეფერხებული პროექტები საბანკო გარანტიის წარდგენის შემთხვევაში განაახლოს. ამავდროულად, განკარგულების თანახმად, სახელმწიფო აზღვევს თავის საჯარო ინტერესს.

აღნიშნული რეგულაციის შედეგად, აჭარაში ბოლო 1 წლის განმავლობაში 30-ზე მეტი საინვესტიციო პროექტი განახლდა, რომელთა ჯამური ღირებულება დაახლოებით 1 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს.

აჭარის მთავრობის საინვესტიციო გეგმის თანახმად, წლის ბოლომდე, განახლებული პროექტების გარდა, არანაკლებ 3 მილიარდი ლარის ღირებულების ახალი საინვესტიციო პროექტების პორტფელი შეიქმნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები