LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარაში ძლიერმა ქარმა და შტორმმა სანაპირო ზოლი დაანაგვიანა

162

გუშინ ბათუმში და ზღვისპირა ზოლში განვითარებულმა უამინდობამ, ძლიერმა ქარმა და შტორმმა გამოიწვია სანაპირო ზოლის დანაგვიანება. ძლიერი ღელვის შედეგად ბულვარის ტერიტორიასა და სასეირნო ბილიკზე ამოყრილია ქვიშა და ნატანი. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ვითარებას ადგილზე გაეცნო. ბულვარის დირექტორმა მთავრობის თავმჯდომარეს ამ დროისათვის არსებული მდგომარეობა გააცნო.

,,დღეს დილიდან ბათუმის აკვატორიაში დაიწყო სრულმასშტაბიანი სამუშაოები. გუშინ ღამით განვითარებულმა 5 ბალიანმა შტორმმა გამოიწვია ბათუმის სანაპირო ზოლის დანაგვიანება. ახალი ბულვარის სანაპირო ზოლში და ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ამოყრილია ქვიშა და ნატანი. მობილიზებულია სპეციალური სამსახურები, რომლებიც საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ძალიან მალე ბათუმის ბულვარი მიიღებს ჩვეულ იერსახეს. დასუფთავდება და მოწესრიგდება ტერიტორია. შტორმის შედეგად მიყენებული ზარალი ჯერ დათვლილი არ არის. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ წელს უკვე იწყება ნაპირსამაგრი სამუშაოები. სწორედ ასეთი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის არის ბიუჯეტში გათვალისწინებული ხარჯები, რომელთა გამოყენება მიმდინარე წელს უკვე დაიწყო და 2017 წელსაც გაგრძელდება’’-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

გაწმენდითი სამუშაოები დილის 6 საათიდან დაიწყო. კერძოდ, სუფთავდება შტორმული პროცესების შედეგად დანაგვიანებული სანაპირო ზოლი. საგანგებო რეჟიმში მუშაობენ ბათუმის ბულვარის შესაბამისი სამსახურები, სამაშველო სამსახურები და შპს „სანდასუფთავება“. მობილიზებულია ასევე სპეციალური ტექნიკა.

ამ დროისათვის ბათუმის ბულვარში სტაბილური მდგომარეობაა.

15232321_327536284299540_849007631418295840_n 15241749_327536290966206_3510156160477897691_n 15337427_327536417632860_2781763650633854722_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები