LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარაში ეპიდემიური მაჩვენებლების მკვეთრ ზრდას ვერ ვხედავთ: თამარ გაბუნია

98
Capture

“ჩვენ დღეს ინფექციის მართვის აქტიურ ფაზაში ვართ”,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით, საქართველო ჯერჯერობით მწვანე ზონის სტატუსს ინარჩუნებს, რადგან ვირუსის გავრცელებას ლოკალური ხასიათი აქვს. ინფიცირების შემთხვევათა უმეტესი ნაწილი აჭარას უკავშირდება.

პირბადის ტარებისას გადადების შანსი ერთ პროცენტზე ნაკლებია: თბილისში ახალი, დაბადების დღის კლასტერი გაჩნდა – გამყრელიძე

“თავდაპირველად ჩვენ გვქონდა შეკავების სტრატეგია და მაქსიმალურად ვიყავით ორიენტირებული ვირუსის გადაცემის აღკვეთაზე, მობილობის შეზღუდვის გზით, ეს მუდმივად ვერ გაგრძელდება. გვესმის, რომ ყველა სოციალურ აქტივობას უნდა დავუბრუნდეთ და დღეს ყველა ის მექანიზმი, რომელსაც ვიყენებთ, არის ინფექციის გავრცელების აქტიური მენეჯმენტისთვის, ვგულისხმობ, აქტიურ ტესტირებას, კონტაქტების მიდევნებას და ჯანდაცვის სისტემის მზაობას იმისთვის, რომ პაციენტი რომელსაც სჭირდება ჰოსპიტალური დახმარება, მიიღოს ეს დახმარება დროულად და ხარისხიანად,” – აცხადებს გაბუნია.

თამარ გაბუნიამ ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე აჭარაში კორონავირუსის სტატისტიკის მკვეთრი ზრდა არ შეინიშნება, თუმცა უფრო მკაფიოდ, რამდენად მოხერხდა რეგიონში ვირუსის გავრცელების შეკავება, სექტემბრის ბოლოს გამოჩნდება.

კორონავირუსით დაინფიცირებული 23-ე პაციენტი გარდაიცვალა

“მნიშვნელოვანია, რომ აჭარაში ინფიცირების დროული გამოვლენა და მათი იზოლაცია, რათა არ მოხდეს ინფექციის გავრცელება. ჩვენ ძალიან მკვეთრ რყევებს და ზრდას ეპიდემიური მაჩვენებლებისა აჭარაში, დღეს ვერ ვხედავთ,” – აცხადებს მინისტის მოადგილე.

კორონავირუსით გარდაცვლილ ორივე პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა: არის თუ არა საგანგაშო შემთხვევების მატება

შეგახსენებთ, 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 218 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 137 აჭარაში გამოვლინდა.