LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აჭარაში გვყავს პაციენტები დადასტურებული კოვიდინფექციით, რომლებიც სტაციონარებში გადანაწილებას ელოდებიან” – ტიკარაძე

211
imedinews-47

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აჭარაში არიან პაციენტები, რომლებიც სტაციონარებში გადანაწილებას ელოდებიან.

მისივე თქმით, ამ მხრივ აჭარაში მდგომარეობა კრიტიკულია.

„ის, რაც კრიტიკულია დღეს აჭარაში არის შემდეგი: გვყავს პაციენტები, რომლებიც დადასტურებული კოვიდინფექციით იმყოფებიან მოლოდინის რეჟიმში, რომ მოხდეს მათი ე.წ. ტრიაჟი და შესაბამისი დიაგნოსტირების შემდეგ სტაციონარსა და სასტუმროებში გადანაწილება. მაქვს თხოვნა, შეხვედრის დასრულებამდე, თქვენთან შეთანხმებით გამოვაცხადოთ მეტი მობილიზაცია იმისთვის, რომ საგანგებო გადაუდებელი დახმარების ცენტრს მიეცეს საშაულება, მყისიერ რეჟიმში მოახდინოს ამ პაციენტების თქვენს საავადმყოფოებში შემოყვანა, რათა განხორციელდეს ამ პაციენტების დროული დიაგნოსტირება და შემდეგ მათი საავადმყოფოში განთავსება. მინდა, პირველ ეტაპზე ეს საკითხი გადავჭრათ“,-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები