LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარაში კორონავირუსი ერთი ოჯახის 5 წევრს დაუდასტურდა, მათ შორის 2 მცირეწლოვანია

125
613664216

აჭარაში კორონავირუსი ერთი ოჯახის 5 წევრს დაუდასტურდა, მათ შორის 2 მცირეწლოვანია.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით,, კორონავირუსი სატვირთო ავტომობილის მძღოლის ოჯახს დაუდასტურდა.

კორონავირუსით დაინფიცირდა სატვირთო ავტომობილის მძღოლის დედა, ორი მცირეწლოვანი შვილი, მეუღლე და ცოლის და.

აჭარაში საერთო ჯამში კორონავირუსით 7 ადამიანია ინფიცირებული.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 ადამიანი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები