LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარაში პოლიციამ 190 აბი სუბოქსინი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

106
policia

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, 1966 წელს და 1980 წელს დაბადებული პირები დააკავეს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, 190 აბი „სუბოქსინი“, ბუპრენორფინის და ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალებები და 10 გრამამდე ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღეს.

გამოძიება დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე, დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები