LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარაში ტრანსპორტის მოძრაობა ჩერდება: მუშაობას აჩერებენ რესტორნები

237
260291-original

აჭარაში წერტილოვანი და ლოკალური შეზღუდვა დაწესდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ხვალიდან აჭარაში მუშაობას 22:00 საათიდან შეაჩერებენ რესტორნები. ასევე, ხვალიდან შეჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაც. მეზვრიშვილი დაწესებულ შეზღუდვებს, რეგიონში შექმნილი ეპიდსიტუაციით ხსნის.

“აჭარაში დღეს არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, აუცილებელი გახდა გარკვეული შეზღუდვების დაწესება. ხვალიდან, 22:00 საათიდან რესტორნები აღარ იმუშავებენ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად გაჩერდება. საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას არსებული  მდგომარეობის შესახებ” – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

“მკაცრი წესებით დაცვით, მაგრამ არა ეკონომიკის გაჩერებით, ნორმალური ცხოვრება უნდა აღდგეს” – გიორგი გახარია

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები