LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარაში ტურისტული ატრაქციების უმრავლესობა სტუმრების მისაღებად მზადაა

185
74614745-2745975662342043-6946641993758192664-o

აჭარაში ტურისტული ატრაქციების უმრავლესობა სტუმრების მისაღებად მზადაა. რეგიონის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, ეროვნულ პარკებში, ბოტანიკურ ბაღსა და სხვა ტურისტულად მიმზიდველ ადგილებში იმოგზაურონ. გუშინ, ვიზიტორებისთვის პირველი შოუ გაიმართა ბათუმის დელფინარიუმშიც, სადაც შოუები ყოველ სამშაბათს, შაბათსა და კვირას 16:00 საათზე გაიმართება. სრულადააა ამოქმედებული მუზეუმები, ზოოპარკი, აკვარიუმი, ეშმაკის ბორბალი, რომელთა რიცხვს სულ მალე ბათუმის საბაგიროც შეემატება.

ზღვაზე დასვენებისა და ადრენალინის მოყვარულებისთვის ნებადართულია წყლის აქტივობებიც. რეგიონში იზრდება იმ სასტუმროების რაოდენობაც, სადაც კორონავირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებული სტანდარტები წარმატებით დაინერგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები