LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარის 30 ელფერი – ინსტაგრამზე აქტიური კამპანია მიმდინარეობს (ფოტოები)

97

აჭარის ულამაზესი ვიდეორგოლის „Collors of Ajara” შესახებ ინსტაგრამზე აქტიური კამპანია მიმდინარეობს. გვერდზე რეგიონი  30 სხვადასხვა ელფერითაა ნაჩვენები.

ფოტოები ფერთა გრადაციით იცვლება და იმ გამოცდილებას აღწერს, რასაც ტურისტი აჭარაში მოგზაურობისას ღებულობს. ფოტოები ისევე, როგორც კლიპი ტურისტის თვალით დანახულ აჭარას ასახავს. ინსტაგრამ ექაუნთს ახალ-ახალი ფოტოები ყოველდღიურად ემატება. რაც ნიშნავს, რომ თუკი ColorsofAjara-ს ინსტაგრამზე გაყვებით, აჭარის ნახვას ყველა ფერში შეძლებთ.

„მსგავსი პოპულარული სოციალური მედიაპლატფორმების გამოყენება ჩვენი რეგიონის რეკლამირებისთვის მნიშვნელოვანია. ეს არის ჩვენს მიერ დაწყებული კამპანიის გაგრძელება უკვე ინსტაგრამზე, რაც აჭარის წარმოჩენასა და რა თქმა უნდა, რეგიონში ტურისტების მოზიდვას ემსახურება. ინსტაგრამის გარდა რეგიონის რეკლამირება აქტიურ ფაზაშია სხვა მედიაპლატფორმებზე ჩვენს 16-ვე სამიზნე ქვეყანაში. სოციალური მედია ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა რეკლამირებისთვის და მას ბუნებრივია აქტიურად ვიყენებთ,“ – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა. 

ვიდეორგოლი “Collors of Ajara” სარეკლამო კომპანია  JVT Metro-მ გადაიღო. ვიდეორგოლის ინსტაგრამ სარეკლამო კამპანიასაც მეტრო უზრუნველყოფს.

“ეს სარეკლამო კამპანია ჩვენთვის განსაკუთრებულია. ის ცოცხალი, ხალისიანია და გამოხატავს იმ მრავალფეროვნებას რაც აჭარას გააჩნია. კამპანიას თან ახლავს ფოტოპროექტი, რომელიც ინსტაგრამზე მიმდინარეობს და აჩვენებს აჭარის ფერებს კონკრეტული ადგილების მიხედვით. მსგავსი მიდგომა თვლით, რომ მეტად დასამახსოვრებელია, მესიჯი უკეთ გადმოცემული და ჯამში თავისთავად ეფექტურია,“ – განაცხადა JVT Metro-ს კრეატიულმა დირექტორმა ეკა კოპალიანმა.

ჯამში, წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით 4 საიმიჯო ვიდეორგოლი დაამზადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები