LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აჭარის ტელევიზიამ” სოფო ხალვაში ტელეეთერიდან მოხსნა

260

სოფო ხალვაში აჭარის ტელევიზიის დილის გადაცემას უახლოეს დღეებში აღარ წაიყვანს. ეს გადაწყვეტილება ტელეკომპანიამ მას შემდეგ მიიღო, რაც მომღერალი თბილისში სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერ ყრილობაზე გამოჩნდა და სცენაზე სიმღერის შესასრულებლად ავიდა.
შესაბამისი ინფორმაცია აჭარის ტელევიზიამ თავის ვებგვერდზე განათავსა. სოფო ხალვაშის დისციპლინარულ გადაცდომას განიხილავენ და მხოლოდ შემდეგ გახდება ცნობილი, დარჩება თუ არა არხზე მომღერალი.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელს ნებისმიერი პარტიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობა ეკრძალება.
სოფო ხალვაში “ქართული ოცნების” მხარდაჭერილი კანდიდატის მუსიკალურ კლიპშიც მონაწილეობს. ვიდეო ახლახან “ქართული ოცნების” ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები