LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჩი ფურცელაძეს ქართველი ქალების გაკრიტიკების გამო საყვედურობენ

209

აჩი ფურცელაძემ ქართველ ქალებთან დაკავშირებით ჟურნალ „სარკესთან“ გამოთქვა მოსაზრება და აღნიშნა, რომ რუსმა ქალბატონემა მამაკაცების მოვლა გაცილებით უკეთ იციან. მომღერალი ამბობს:

„ჩვენთან არ არსებობს ქალის ინსტიტუტი, თუ როგორ უნდა მოუაროს კაცს. საქართველოში ურთიერთობებს რომ ვუყურებ, ეს დასკვნა გამომაქვს. რუსმა ქალმა იცის კაცის მოვლა, ამაში ორი აზრი არ არსებობს…

ქართველი ქალები „გაბლატავებულები“ არიან. დაამუღამეს გენდერული თანასწორობა და გითანაბრდებიან. რაღაც მომენტში უნდათ, რომ გაგასწრონ. „საკონტროლო პაკეტს“ მაინც კაცი უნდა ფლობდეს: 51% -კაცი, 49% -ქალი. რუს ქალებს მამაკაცთან ურთიერთობაში ეს ზღვარი აქვთ. ქალი კაცს სხვანაირად აღიქვამს, რაც ძალიან მომწონს…

კაცმა ქალთან არ უნდა იჭიდაოს და ქალმაც უნდა იცოდეს თავისი ადგილი, ოღონდ მუშტის დარტყმით კი არა, თავისთავად უნდა ხვდებოდეს. ქალმა მეტი უნდა დათმოს. ქალი უფრო მეტად ამტანია ტკივილის, სიხარულის ვიდრე კაცი“- აცხადებს აჩი ფურცელაძე. ის ამავე ინტერვიუში დასძენს, რომ ამ მოსაზრების მიუხედავად, ქართველ ქალს ცოლად მოიყვანდა – „უბრალოდ, გესაუბრებით იმაზე, როგორ იქცევიან ჩვენი ქალები, გოგონები. ძალიან კარგი აღზრდილი უნდა იყოს და ოჯახში უნდა ხედავდეს, დედა როგორ უვლის მამას და ეფერება, რომ ოჯახში მამაა მთავარი შემომტანი და მისი სიტყვაა გადამწყვეტი“.

მისი ეს მოსაზრება ინტერნეტში ცნობილმა ფსიქოლოგმა, ნათია ფანჯიკიძემ გააზიარა და დაწერა:

„მართალია ეს კაცი. რაჭველი ქალის გარდა ქალი არ ვარგა საქართველოში, უხეშები და მხეცები არიან. მარტო ჩვენ ვიცით მოფერება, ლოყუკა, ცხვირუკა, შენი ლამაზი ფეხუკები, შენი თვალუკები… ჩემო მთვარუკა, ჩემო კაცუნა, ჩემო ლავაშუკა…

შეადარეთ ახლა რუსი ქალების პუპსიკ-მუპსიკს, ხარისხობრივად რამდენად მაღლა დგას რაჭული ფლირტი.

ვინ მისმენს, თორემ ამბროლაურის ქალის ინსტიტუტის ფილიალების გახსნაა საჭირო, როცა დემოგრაფია ასეთ საფრთხეშია…“, კომენტარებში კი ასევე ხუმრობით აღნიშნავს: „ეს ეშლება ქართველ ქალს, დაგაჯდება თავზე და გიჭახუნებს ნისკარტს კოდალასავით. გაწექი რა შე კაი ქალო, სად მიპორტყიალობ კინკრიხოზე“.

გთავაზობთ სხვა კომენტარებსაც:

„(რუს ქალებს) სხვისი აკცების მოვლაში არ ჰყავთ ბადალი“

„სექსისტური განცხადებაა, მოუვლიან ფემინისტები“

„სიბერეში ჩამოხრიგინდება და ქართველი ქალის მოსავლელი გახდება ასეთი ვაი კაცი მერე“

„მას ჯერ არ მოხვედრია ეტყობა რუსი ქალისგან. იქ ჩვეულებრივი წესია ქმრის ჩაის ტილოთი ტყეპვა, თუ ძაან დააშავა, მაშინ სველი ჩაის ტილო“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები