LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჩიკო ნიჟარაძე: საქართველოს მოსახლეობა არ არის 20 000 კაცი. ასე რომ ჩვენი სახელით ლაპარაკს შეეშვით

4218
8IMG-1452

რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს მომღერალი აჩიკო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ზურა ჯაფარიძე, გიგა მაქარაშვილი, ბექა ბასილაია და აქციის სხვა მონაწილეები დააკავეს

,,სად არის ის ხალხი ვისი სახელითაც ლაპარაკობდით, რატომ არ გამოვიდა თქვენს გვერდში დასადგომად?
ხალხის სახელით ლაპარაკმა ასე იცის !!! თქვენ არ გაქვთ ხალხის უმრავლესობის მხარდაჭერა პასუხი ეს არის!!!

სად არიან თქვენი მხარდამჭერები როგორც თქვენ ამბობდით 800 000 კაცი ? უბრალოდ არ ჩათვალეს საჭიროდ მანდ მოსვლა.
21 საუკუნეში მთავრობა უნდა შეიცვალოს მხოლოდ არჩევნების გზით. ასე უნდა იყოს მუდამ, რომ საქართველო საბოლოოდ გამოვიდეს ჯუნგლებიდან!!! რომელი სისტემითაც არ უნდა ჩატარდეს არჩევნები გაიმარჯვებ იქნები ხელისუფლებაში არა და იქნები პარლამენტს გარეთ. ხალხი აღარავის არ მისცემს არეულობის მოწყობის შანსს.
მთელმა გაერთიანებულმა ოპოზიციამ როგორც თქვენ დათვალეთ 20 000 კაცი ძლივს შეკრიბეთ ისიც თქვენი დათვლილი რაოდენობით.
საქართველოს მოსახლეობა არ არის
20 000 კაცი. ასე რომ ჩვენი სახელით ლაპარაკს შეეშვით!!!

დაიღალა ხალხი ყვირილით, ძალადობით, გაჭირვებით, მიტინგებით!!!როგორც ოპოზიციის წევრები ამბობენ თუ ხალხის უმრავლესობას არ მოსწონს ეს მთავრობა, მაშინ სანერვიულო არაფერი არ ჰქონიათ. ამ შემთხვევაში ხომ 2020 წლის არჩევნებში სხვა გაიმარჯვებს. მითუმეტეს რაღაც 10 თვის გულისთვის არ ღირს ქვეყნის არევა. დაელოდეთ და გაიმარჯვეთ ვისაც შეგიძლიათ!!!

გაიმარჯვებს ის ვისაც ხალხის უმრავლესობა აირჩევს!!!”

რაჭველიშვილი: სახე რადგან არ გიჩანთ, გგონიათ ისტორიაში არ დარჩებით როგორც მოღალატეები?

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები