LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჩიკო ნიჟარაძის მწვავე პასუხი კრიტიკოსებს: “ჩვენ მიმართ გამოთქმულ საზიზღრობებს უკან გიბრუნებთ, კვადრატში აყვანილს”

167

აჩიკო ნიჟარაძე სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერ კლიპში მონაწილეობისთვის და ზოგადად, ამ კანდიდატის მხარდაჭერისთვის, მისი სხვა კოლეგების მსგავსად, საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა გააკრიტიკა. დაცინვასა და ლანძღვას მომღერალმა ვრცელი სტატუსით უპასუხა:

“დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების შუქურების საყურადღებოდ!!!!!!!
ხომ არ გავიწყდებათ, რომ ამ ქვეყანაში თქვენი დიდი მცდელობის მიუხედავად, ჩაახშოთ ადამიანების აზრი და არ მისცეთ სხვებს სიტყვისა და არჩევანის თავისუფლება, არაფერი გამოგივათ.

ჟურნალისტები, რომლებიც თავს დებთ პროფესიონალიზმზე, არ უნდა აყენებდეთ შეურაცხყოფას ყველანაირი მედია თუ სოციალური ქსელის მეშვეობით თქვენგან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს, ეს მხოლოდ თქვენივე უდონობაზე მიუთითებს.

მიუხედავად იმისა, რომ არასდროს ვემხრობოდი თქვენს აზრს, შეურაცხყოფა არც კი გამივლია აზრად. სწორედ ეს არის ჩვენ შორის განსხვავება და ძალიან მიხარია, რომ ეს თქვენ თავად გამოააშკარავეთ.

რაც შეეხება იმ საზიზღობას, რასაც ამ დღეების განმავლობაში ჩემი და ჩემი კოლეგების მისამართით წარმოსთქვამდით, უბრალოდ, სიტყვა-სიტყვით ბონუსად გიბრუნებთ უკან უკლებლივ ყველას 😂😂😂 კვადრატში აყვანილს 😂😂😂
იცით, რასაც ვგულისხმობ, უბრალოდ არ ვახმოვანებ, საზოგადოებას ვცემ პატივს. მადლობა ყურადღებისთვის!!!”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები