LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აცრების სტატუსის შესამოწმებლად ახალი აპლიკაცია ამოქმედდა

acra

მშობლებისთვის ბავშვთა აცრების სტატუსის შესამოწმებლად აპლიკაცია ამოქმედდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მშობლებს საკუთარი და მათი შვილების აცრების სტატუსის შესამოწმებლად შეუძლიათ, იმუნიზაციის აპლიკაციის გადმოწერა Play Market და Apple Store-დან. აპლიკაციით სარგებლობის წესები შემდეგია:

1. დარეგისტრირდებით პირადი ნომრით და ნახავთ პირად ნომერზე რეგისტრირებული ბავშვების აცრის სტატუსს, რომელიც იმუნიზაციის მართვის ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირებული აქვს პოლიკლინიკას;
2. აცრის დროულად ჩასატარებლად, შეგიძლიათ, ნახოთ რომელი აცრა უწევს ბავშვს გეგმურად;
3. ბავშვის აცრის თაობაზე ინფორმაცია ამ აპლიკაციის მეშვეობით ხელმისაწვდომი გახდება იმ შემთხვევაში, თუ პოლიკლინიკაში დარეგისტრირებულნი არიან მშობლები და ბავშვისთვის ჩატარებული აქვთ ყველა აცრა;
4. იმ შემთხვევაში თუ იმუნიზაციის ელექტრონულ მოდულში არ არის დარეგისტრირებული თქვენი მონაცემები, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში მიმართეთ თქვენს პოლიკლინიკას და მოითხოვეთ ინფორმაციის რეგისტრაცია იმუნიზაციის მართვის ელექტრონულ სისტემაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები