LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აცრილთა რაოდენობა ძალიან დაბალია. შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს 12-დან 15 წლამდე ბავშვების ვაქცინაცია: ივანე ჩხაიძე

75
ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ „ქვეყანაში აცრილთა რაოდენობა ძალიან დაბალია და თუ ეს მაჩვენებელი უცვლელი დარჩა, მაშინ კიდევ ერთი წლის განმავლობაში პანდემიას უნდა ვებრძოლოთ“.

მისივე განმარტებით, „შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს 12-დან 15 წლამდე ბავშვების ვაქცინაცია, რადგან „დელტა“ ვარიანტის ფონზე ბავშვებში ინფიცირების მაჩვენებელმა მოიმატა“.

დაინფიცირდა 5 340, გარდაიცვალა 62 – განახლებული კოვიდსტატისტიკა

„ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციას ორმაგი დატვირთვა აქვს: ერთი, რომ „დელტა“ ვარიანტის ფონზე მოიმატა ინფიცირების მაჩვენებელმა ბავშვებში, მოიმატა ბავშვების მიმართვიანობამ სამედიცინო დაწესებულებებში და მეორე, ბავშვები კორონავირუსის აქტიური გადამტანები არიან“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები