LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ადამიანები კითხულობენ, ცხრა საათის შემდეგ კორონა აღარ დადისო? გამიკვირდება ხოლმე, ეს შეზღუდვაც რომ არ იყოს, ზუსტად ორ-სამ კვირაში ნოემბრის მონაცემებზე დავბრუნდებით” – პაატა იმნაძე

90
imnaZe

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ქვეყანაში ე.წ კომენდანტის საათი რომ არ იყოს დაწესებული, ზუსტად ორ-სამ კვირაში კოვიდსტატისტიკა ნოემბრის თვეში არსებულ მონაცემებს დაუბრუნდებოდა.

ამასთან, იმნაძემ განმარტა, რომ დღესდღეობით თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა მობილობის შემცირების ერთადერთი ბერკეტია.

„კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გაესვას, რომ ხანდახან ადამიანები კითხულობენ, რომ ცხრა საათის შემდეგ კორონა აღარ დადის? გამიკვირდება ხოლმე. მესმის, როცა ამას ამბობენ, ჩვენდამი განსაკუთრებული დამოკიდებულებით არ გამოირჩევიან. მაგრამ ხანდახან ისეთი ადამიანებიც ამბობენ, რომ მართლა მიკვირს. ლაპარაკია ძალიან მარტივ რამეზე, ერთი ოჯახის წარმომადგენელი მეორე ოჯახისას არ შეხვდეს არასაჭირო, არააუცილებელი საქმისთვის. ვისაც საქმე აქვს რა თქმა უნდა, მათ არ ეხებათ. ექიმი დადის სამსახურში ღამის ცვლაშიც, ქარხნებიც მუშაობს. ლაპარაკია, რომ არ იყოს თავისუფალი გადაადგილება, რადგან გადაადგილების შეზღუდვა მობილობის დაგდების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია. დღეს ერთადერთი ეს ბერკეტია დარჩენილი. სამწუხაროდ, პირბადის ტარება იქნება თუ დისტანციის დაცვა, არ ვასრულებთ. ამ ფონზე, ეს შეზღუდვაც რომ არ იყოს, ზუსტად ორ-სამ კვირაში ნოემბრის მონაცემებზე დავბრუნდებით.”-განაცხადა პაატა იმნაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები