LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამიანები, რომლებმაც წითელ პარასკევს ქრისტე მიატოვეს, აქციებზე დადიან, მათი ქრისტე უფრო მიშაა, ან ბიძინა – მკვლელები როგორ შეიძლება ისევ მთავრობაში მოვიდნენ? – მამა შალვა

569
შალვა კეკელია

“ადამიანებმა, რომლებმაც წითელ პარასკევს ქრისტე მიატოვეს, რომლებიც ეკლესიაში არ მოვიდნენ, ზოგი “ქართული ოცნების” მხარდამჭერ აქციებზე დადის, ზოგი “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერ აქციებზე, წარმოიდგინეთ, მათი ქრისტე უფრო მიშაა, ან ბიძინა, ან ნებისმიერი ვინმე.” – ამის შესახებ თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარში ქადაგების დროს მამა შალვა კეკელიამ განაცხადა.

ქადაგების დროს მამა შალვამ ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც 2020 წლის გაზაფხულზე, მრველს ტაძარში მისვლა პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციებით უწევდა და მათ მიმართა, ვინც მრევლს მოუწოდებდა, ტაძარში მისვლისგან თავი შეეკავებინა:

“არც ერთი პარტიის მომხრე არ ვარ, მაგრამ ის ადამიანები, ეკლესიაში არ მოვიდნენ, რომლებმაც წითელ პარასკევს ქრისტე მიატოვეს, ზოგი “ქართული ოცნების” მხარდამჭერ აქციებზე დადის, ზოგი “ქართული ოცნების” მხარდამჭერ აქციებზე დადის, არ აქვს მნიშვნელობა ვის აქციაზე დადიხარ, მათ ვინც ქრისტე მიატოვეს, უარი თქვეს და ქრისტესთან არ მოვიდნენ პოლიტიკური შეხედულების გამო, წარმოიდგინეთ, მათი ქრისტე უფრო მიშაა, ან ბიძინა, ან ნებისმიერი ვინმე, რომ საკუთარი შეხედულების გამო ამას აკეთებენ.

როგორი აზროვნება და ფიქრები აქვთ ადამიანებს, ამ ადამიანების გონებაში ჩამახედა-მეთქი, ნეტავ როგორ ფიქრობენ, რას ფიქრობენ, ამათთვის არ არსებობს ზნეობა, არ არსებობს ეროვნულობა, არ არსებობს ქვეყანა, პატივი, ღირსება.

ისინი ფიქრობენ, როგორ შეიძლება რამე მნიშვნელოვანი ხდებოდეს ქვეყანაში და შენ სახლში იყო ჩაკეტილი.

თუ თვლი, რომ მნიშვნელოვანია შენი ქვეყნისთვის, შენ იქ იდგე, უნდა წახვიდე, თუნდაც დასნებოვდეო და ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ფანატიკოსები ხართო.

არ უნდა გამოფხიზლდეს ეს ხალხი ერთხელ და სამუდამოდ? არ უნდა დავფიქრდეთ? მთელი ერი, ვინ არიან ეს ადამიანები, ერის, ქვეყნის მოღალატეები, რომლებსაც სძულთ ერი და ქვეყანა, ეკლესია ეზიზღებათ.” – აღნიშნა მან ქადაგების დროს.

მოძღვარმა ქადაგების დროს შენდობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი დანაშაულებებიც გაიხსენა:

“მკვლელები როგორ შეიძლება ისევ მთავრობაში მოვიდნენ? ხომ ყველას გვახსოვს, 2012 წელს როგორ ამოისუნთქა ხალხმა, როგორი რეჟიმი იყო, როგორ კლავდნენ ხალხს, ქონებას როგორ ართმევდნენ.

დათო უჯმაჯურიძის სული აცხონოს ღმერთმა, საოცარი კაცი, ვაკეში, შუადღის 2 საათზე მანქანიდან გადმოიყვანეს, ლიბერთი ბანკის წინ მანქანა დაუწვეს, იმიტომ რომ ერთ-ერთ პარტიას, მემარჯვენეებს აფინანსებდა. მანქანა დაუწვეს, აიყვანეს საგურამოს ტყეში, სცემეს, იარაღი თავზე დაადეს და გვერდით ტყვია ესროლეს. ასეთი რამდენი აქვთ გაკეთებული? და დღესაც როგორ გვემუქრებიან, როგორ ლაპარაკობენ…

ვითმენ, ვითმენ, ვუყურებ ეკლესიის ასე ლანძღვას, ამ ყველაფრის ყოველდღე ასე განადგურებას, შენ თუ ქრისტიანი ხარ, ასეთი ადამიანები როგორ მოგწონს?

ეს მთავრობაც?! უნიათოები, ამათიც არ ვიცი, რა ეშველება ამ ყველაფერს ერთად, ამათი ბრალია, რომ ესენი (ოპოზიცია)ასე არიან.

შეიძლება ასე? უბრალოდ, ესენი ასეთი მკვლელები მაინც არ არიან, ეს არის განსხვავება, არ ვიცი რა გვეშველება, რაღაც უნდა მოხდეს, რომ ამ ქვეყანას ერთხელ და სამუდამოდ ეშველოს.” – განაცხადა მამა შალვამ.

მამა შალვამ ჟურნალისტებსაც მიმართა:

“ტელევიზიები კვირას არ ჩააგდებენ, ეკლესიაზე ცუდი არ თქვან, სუფთა კომუნისტები, თანამედროვე კომუნისტების ცხოვრების წესით ცხოვრებენ.

ეს მოიტანა ამან, ადამიანები გააუკუღმართეს ამ ყველაფრისაგან…

ეს ხალხი, ვინც ლანძღავდა და ამბობდა – ვინც აღდგომისთვის ეკლესიაში მივა, გამოკეტეთ, ჩახოცეთო – მერე ბათუმში გაიქცნენ გასართობად, ღამის კლუბები გადაივსო ხალხით და რომ დაიწყო სენი, აღარ გაჩერებულა დღევანდელ დღემდე.

მოძღვარმა ონლაინთამაშებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ყველას, მთავრობასაც და ოპოზიციასაც საკუთარი მიზნები აქვს და ყველას გამდიდრება სურს:

“რატომ არ იკვლევთ გამომძიებელი ჟურნალისტები, ვისია აზარტული თამაშები? ვისი ბიზნესებია? იმიტომ, რომ ამ ყველაფრით თქვენვე ფინანსდებით…

ვის აინტერესებს ხალხი? თავიანთი მიზნები აქვთ, რომ გამდიდრდნენ, ყველა, ოპოზიციაც, მთავრობაც, ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს, არც ამ მთავრობას, არც იმ მთავრობას და არც არავის. ვინც ერის მტერია და არ ზრუნავს ქვეყანაზე, ვინც კანონს არ იღებს, რომ ონლაინთამაშები აიკრძალოს – ქვეყნის მტერი ხარ და ერის მტერი ხარ, შენი შვილები კვდებიან, ეს ყველას შვილს ეხება.” – თქვა მან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები