LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ადამიანები, რომლებსაც ღამეები არ სძინავთ და ყველა თქვენ კითხვას პასუხობენ კოვაიდერზე” 

295
BeFunky-collage (5)

კოვიდთან საბრძოლველად ახლახან შექმნილ ახალ  პლატფორმა  „კოვაიდერთან”  დაკავშირებით ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე მორიგ პოსტს ავრცელებს სოციალურ ქსელში და საზოგადეობას აცნობს იმ ადამიანებს, ვინც 24 საათიან რეჟიმში არიან ჩართული, იმისთვის რომ მოქალაქეებმა მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები მიიღონ.

“ადამიანები რომლებსაც ღამეები არ სძინავთ და ყველა თქვენ კითხვას პასუხობენ კოვაიდერზე www.covider.ge
5 დღის სტატისტიკა:
– 34,000 მომხმარებელი ვებზე;
-19,000 გამომწერი ფეისბუქზე;
– 6, 000 აქტიური მიმოწერა;
მეამაყება ეს ადამიანები” – წერს ნინო ზამბახიძე.

პლატფორმის უნიკალურ მახასიათებლებსა და შექმნის მიზანზე დეტალურად ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ “ფორტუნასთან” რამდენიმე დღის წინ ისაუბრა.

ჩვენთან საუბარში ნინო ზამბახიძემ აღნიშნა, რომ სულ მალე პლატფორმას არამხოლოდ კოვიდის, არამედ სხვა სამედიცინო მიმართულებით დაემატება ინფორმაციები.

ვრცლად იხილეთ:

“წუთში 100 ადამიანი სვამს კითხვას” – რა უნიკალური მახასიათებელი აქვს “კოვაიდერს”, ნინო ზამბახიძე განმარტავს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები