LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამიანები სოციალური ქსელიდან და მეზობლისგან რომ იღებენ ვაქცინაციის ეფექტურობაზე ინფორმაციას, ამიტომ უჭირთ გადაწყვეტილების მიღება: ივანე ჩხაიძე

162
pulsichxaidze-2021-02-01-09-06-09-095065

ჯერჯერობით საქართველოში ვაქცინაციის ტემპი არ არის ისეთი, რასაც ვგეგმავდით, – ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” განაცხადა, რითაც ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობას გამოეხმაურა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვანია საინფორმაციო კამპანიის გააქტიურება.

“ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც ამბობს, რომ ვაქცინა არ არისო, როდესაც შემოვიდა, იმ ადამიანს უნდა ჰქონდეს იმდენი ინფორმაცია, რომ დარწმუნებული იყოს ვაქცინების პირველ რიგში ეფექტურობაში და უსაფრთხოებაში. ქვეყანაში გვყავს გარკვეული რაოდენობა ადამიანის, რომელთაც საერთოდ არ სჯერა კორონასი, ესენი არიან დარწმუნებული, დაჯერებული ანტივაქსერები, რომლებიც ნებისმიერ ვაქცინაციას ეწინააღმდეგებიან, მათ შორის კორონავირუსის. ამ ხალხთან ურთიერთობის აზრი არ არსებობს, მაგრამ ქვეყანაში არის 20-30%-ი ადამიანების, რომელთაც უფრო მეტი არგუმენტი სჭირდება.

ევროკავშირში ჩატარებული ერთ-ერთი დიდი კვლევა მიუთითებს იმაზე, რომ ის ადამიანები, რომლებიც ინფორმაციას იღებენ სოციალური ქსელით, წინააღმდეგია ვაქცინაციის.

თქვენი მსმენელი უნდა იყოს დარწმუნებული იმაში, რომ ვაქცინა არის ეფექტური.დიახ, არის გვერდითი მოვლენები, მაგრამ ეს არცერთ შემთხვევაში არ არის სიცოცხლისთვის საშიში.

ანაფილაქსიური შოკი, რომელიც ხშირად ხდება ხოლმე კითხვის საფუძველი.ერთი შემთხვევაა მილიონიდან და ეს არ არის იმის საფუძველი, რომ ჩვენ ვაქცინაციაზე უარი უნდა ვთქვათ.

ადამიანები სოციალური ქსელიდან რომ იგებენ ინფორმაციას ვაქცინების ეფექტურობაზე, მეზობლისგან და არა პროფესიონალებიდან, არა სანდო წყაროდან, მათ უჭირთ გადაწყვეტილების მიღება” – განაცხადა ივანე ჩხაიძემ “ფორტუნას” ეთერში.

პირველად გვაქვს ბავშვებში ერთდროულად 3 მძიმე შემთხვევა, რაც შეშფოთების საფუძველია: ივანე ჩხაიძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები