LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამიანები ვერასდროს პატიობენ ერთმანეთს წარმატებას, თუმცა მარცხს ყოველთვის სიამოვნებით იღებენ – ჯულიან ბერნსის ცნობილი გამონათქვამები

5663
1

ინგლისელი მწერალი, პოსტმოდერნიზმის ცნობილი წარმამომადგენელი სამჯერ გახდა ბუკერის პრემიის ნომინანტი, 2011 წელს კი, პრესტიჟული ლიტერატურული პრემია რომანისთვის „დასასრულის წინათგრძნობა“ დაიმსახურა.

fortuna.ge გთავაზობთ ცნობილ გამონათქვამებს:

ახალგაზრდებს ხანდაზმულებისგან პირველ რიგში იმედი განასხვავებთ. ახალგაზრდები მომავალს იგონებენ, ხანდაზმულები კი, მხოლოდ წარსულს.

როცა დიდხანს ცხოვრობ ადამიანთან, მისი გახარების უნარს კარგავ, თუმცა ტკივილის მიყენება არასდროს გავიწყდება.

ისტორია – ყოველთვის გამარჯვებულის მონაგონი ტყუილია.

ადამიანებს იმის მიღება უფრო მოწონთ, რაზეც ოცნებობენ, ვიდრე იმის, რასაც იმსახურებენ.

რაც უფრო სერიოზულია პრობლემა, მით უფრო ნაკლებად გინდა მასზე ფიქრი.

გადარჩენის უმთავრესი კანონი – მოძებნე ის უიღბლო, ვინც შენზე უბედურია და მის გვერდით ყველა მარცხი გამარჯვებად მოგეჩვენება.

დეპრესიაა, როცა ერთმანეთის გამომრიცხავი „მე არაფერ შუაში ვარ“ და „ყველაფერი მარტო ჩემი ბრალია“ ერთდროულად გიღრღნის ტვინს.

ამ ცხოვრებაში ყველა უსაფრთხო, კომფორტული თავშესაფრის პოვნის ილუზიითა შეპყრობილი, ბევრი ვერ პოულობს და მხოლოდ მაშინ იწყებს რეალობით ცხოვრებას, თუმცა უკვე ძალიან გვიანაა.

იდემალებით მოცული ქალი – ან ფასადია, თამაში, მახე მამაკაცისთვის, ან გამოცანა საკუთარი თავისთვის და ეს ბევრად უარესია.

ქორწინება – ხანგრძლივი და მოსაწყენი სადილია, სადაც დესერტს პირველ კერძად მიირთმევ.

იმედი – მხოლოდ სუსტი ადამიანის მოგონილია, რომელსაც ყველაფრის სჯერა, საკუთარი თავის გარდა.

არასდროს არ ღირს უიღბლო წარსულის აწმყოს ყველა მარცხში დადანაშაულება.

ნამდვილი ტრაგედია არა ადამიანის დაღუპვა, არამედ სიყვარულის უნარის დაკარგვაა.

თუ გინდა მოგისმინონ არ ღირს ყვირილი, უმჯობსია იჩურჩულო, რადგან ყვირილს ყველა გაურბის, ჩურჩულს კი, ყველა უსმენს.

მეუღლეები ყოველთვის პირველი ეჭვობენ ღალატს, თუმცა ყველაზე ბოლოს გებულობენ.

ადამიანები ვერასდროს პატიობენ ერთმანეთს წარმატებას, თუმცა მარცხს ყოველთვის სიამოვნებით იღებენ.