LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ადამიანების ნდობა რთული არაა, რთულია კიდევ ერთხელ ენდო”-  მაია ანჯელოუს ცნობილი გამონათქვამები

7973
maia-anjelou-newssss

მართალია, ამერიკელი მწერალი და პოეტესა მაია ენჯელოუ 7 ბიოგრაფიული რომანის, რამდენიმე ჩანახატების და ლექსების კრებულის ავტორია, მაგრამ მის საუკეთესო ნამუშვრად მაინც ლექსი ,,ფენომენალური ქალი” ითვლება, რომელმაც ათასობით ქალბატონი დაარწმუნა საკუთარ შესაძლებლობებში და ერთგვარ ფემინისტურ ჰიმნად იქცა.

fortuna.ge გთავაზობთ ცნობილ გამონათქვამებს:

  • არასდროს გასწირო თავი მისთვის, ვისთვისაც შენ მხოლოდ სათადარგო ვარიანტი ხარ.
  • ადამიანმა შეიძლება დაივიწყოს შენი ნათქვამი, დაივიწყოს შენი ნამოქმედარი, მაგრამ გრძნობას, რომელიც მასში გააღვიძე, ვერასდროს დაივიწყებს.
  • ცრურწმენები – მძიმე ტვირთია, რომელიც წარსულს აუფასურებს, შეუძლებელს ხდის მომავალს და საფრთხის წინაშე აყენებს აწმყოს.
  • რაიმე თუ არ მოგწონს – შეცვალე და თუ არაფერი გამოგდის, მაშინ საკუთარი დამოკიდებულება შეცვალე მის მიმართ.
  • არასდროს ვენდობი მათ, ვისაც საკუთარი თავი არ უყვარს. არსებობს აფრიკული გამონათქვამი: “არასდოს ენდო შიშველ კაცს, რომელიც საკუთარ სამოსს გთავაზობს”.
  • სიყვარული ვირუსს ჰგავს, რომელიც ნებისმიერს შეიძლება ,,შეეყაროს” ნებისმიერ დროსა და ადგილას.
  • სრულყოფილებას მხოლოდ იმ საქმეში აღწევ, რომლის კეთება ყველაზე მეტად მოგწონს.
  • ყველაზე საბრალო ახალგაზრდა ცინიკოსია, რომელიც ჯერ უვიცი იყო, ახლა კი, ურწმუნო გახდა.
  • ადამიანთა უმრავლესობა არასდროს იზრდება, ისინი უბრალოდ ბერდებიან.
  • პეპლის მშვენიერებით ვტკბებით და არასდროს ვფიქრობთ რამდენად რთული ცვლილებები განიცადა ამ მშვენიერების მისაღწევად.
  • ნუ ეცდები იყო ყოველთვის ნორმალური, ასე ვერასდროს გაიგებ რა შეგიძლია სინამდვილეში.
  • სინამდვილეში, ცხოვრება არა ჩასუნთქვა-ამოსუნთქვით იზომება არამედ იმით, თუ რამდენჯერ შეგეკრა სული.