LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2 400 ლარზე მეტ თვიურ ხელფასს, 4.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა

169
ხელფასის ზრდა

PMC  კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, 2022 წლის მაისში იმ პირების რაოდენობა, რომლებიც თვიურ ხელფასს იღებდნენ წლიურად 5%-ით გაიზარდა, ხოლო 2020 წლის მაისთან შედარებით ზრდა 14.6%-ია.

ორგანიზაციის ცნობით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში იმ ადამიანების საშუალო რაოდენობა, რომელთაც 600 ლარამდე ხელფასი ჰქონდათ, 231 ათასი იყო, 247 ათას ადამიანს 601-1200 ლარამდე და 247 ათას ადამიანს ჰქონდა 2400 ლარზე მეტი ხელფასი.

იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 24.3% შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.3 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

2022 წლის მაისში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2 400 ლარზე მეტ თვიურ ხელფასს 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ თითქმის 818 ათასი შეადგინა. პირველ კვარტალში ქვეყანაში დასაქმების დონე 40.2%-ია, ხოლო უმუშევრობის დონე 19.4%-ია.

გასული წლის დეკემბრიდან 2022 წლის მაისის ჩათვლით, ანუ 6 თვეში, jobs.ge-ზე 33 703 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2020 – 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 67%-ით არის გაზრდილი.

2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის მაისის ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო თვიურმა ზრდის ტემპმა 9.6% შეადგინა.

მოცემულ პერიოდში 9 635 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვები/შესყიდვების კატეგორიაში, რაც 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 91% -ით გაზრდილი მაჩვენებელია.

შემდეგ მოდის ადმინისტრაცია/მენეჯმენტში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები