LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამიანებს, რომლებსაც პირველ და მეორე დღეს მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებათ, კორონავირუსს დიდი ალბათობით მსუბუქად გადაიტანენ – ალექსანდრე გოგინავა

488
1-2020-10-15-13-26-58-017490-1024x683

ადამიანებს, რომლებსაც პირველ და მეორე დღეს მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება, კორონავირუსულ ინფექციას დიდი ალბათობით მსუბუქად გადაიტანენ”,-ამის შესახებ ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ “ფორტუნას” ეთერში, გადაცემა “დღის თემაში” ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, კორონავირუსული სიმპტომების გამოვლენისას, ქრონიკული დაავადებების არმქონე ადამიანები COVID 19-ს მსუბუქად, სპეციფიური მკურნალობის საჭიროების გარეშე გადაიტანენ და ამიტომ ეს არ არის საგანგაშო.

“მსუბუქ შემთხვევებში, ადამიანებს ვურჩევ ნებისმიერი რესპორაციული ინფექციებისთვის დამახასიათებელი ვირუსებისთვის საჭირო ზომებს მიმართონ. ეს არ არის საგანგაშო. ამაში არაფერია საშიში. ამიტომ უნდა ვიყოთ მშვიდად, დავიცვათ ზოგადი წესები და დაველოდოთ მდგომარეობის დინამიკას. დიდი ალბათობით, დინამიკა არ იქნება უარყოფითი და კორონავირუსს ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი სახლის პირობებსი გადაიტანს მსუბუქად ისე, რომმ სპეციფიური მკურნალობა არ დასჭირდებათ”,- განაცხადა ინფექციონისტმა.

ფორტუნას კითხვაზე, რა ძირითადი სიმპტომები განასხვავებს კორონავირუსს სეზონური ვირუსებისგან, ალექსანდრე გოგინავამ განმარტა, რომ კორონავირუსული ინფექციის სხვა ტიპის ვირუსებისგან განსხვავება ძალიან რთულია, მაგრამ როგორც მან აღნიშნა, ისევე როგორც სეზონური ვირუსები, კორონავირუსული ინფექცია თავდაპირველად არ საჭიროებს განსაკუთრებულ ჩარევას და მკურნალობას.

გარდა ამისა, ინფქციონისტმა განმარტა, თუ რა სახის სიმპტომები ახასიათებს კორონავირუსულ ინფექციას გართულებული შემთხვევების დროს.

ეს არის მზარდი სუნთქვის უკმარისობა, ქოშინი. დისკომფორტი მკერდის ძვლის უკან შებოჭილობის შეგრძნება, მაღალი ცხელება,  რომელიც არ ემორჩილება სიცხის დამწევ საშუალებებს. ასეთ შემთხვევაში დროულად უნდა მიმართოთ სამედიცინო დაწესებულებას, დარეკეთ ცხელ ხაზზე და გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია, რომელიც შეაფასებს მდგომარეობას და გადაწყვეტს  საჭიროებთ თუ არა სტაციონიარიზაციას“,- განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები