ყოფილი ქართველი მინისტრი აშშ-ში მოხუცს უვლის

subeliani

ჯგუფ „სეიშენის“ წევრი, ზაზა ბანძელაძე, რომელიც აშშ-ში წლებია ცხოვრობს ოჯახთან ერთად, აქვეყნებს თბილისი კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილი უფროსის და ლტოლვილთა და განსახლების ყოფილი მინისტრის  კობა სუბელიანის ფოტოს. სუბელიანი ბოლო წლებია, ამერიკაში ცხოვრობს და მუშაობს.

ზაზა ბანძელაძე მის შესახებ ასეთ პოსტს აქვეყნებს:

„ადამიანი, რომელიც ერთ დროს მინისტრიც კი იყო, სხვა თანამდებობებს აღარ ჩამოვთვლი და დღეს როგორც თითოეული ემიგრანტი, აშშ-ში მუშაობს იმისათვის, რომ ოჯახი არჩინოს…

ეს არის სუფთა ხელები პოლიტიკაში…

კობა, შენ ხარ პატიოსანი ადამიანის სიმბოლო…“

გავრცელებული ინფორმაციით, კობა სუბელიანი ტაქსის მძღოლად მუშაობდა, შემდეგ კი, როგორც მიხეილ სააკაშვილმა 2018 წლის სექტემბრის ინტერვიუში აღნიშნა, მშენებლობაზე.

როგორც შევიტყვეთ, ამჟამად ის ერთ-ერთ ოჯახში მუშაობს და მოხუცს უვლის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები