მედიცინის მიღწევების მიუხედავად, ადამიანის სხეული და ფსიქიკა კვლავ ინახავს საიდუმლოებებს. ზოგიერთი ფსიქიური პათოლოგიების გამომწვევი მიზეზი და მკურნალობის მეთოდები სამედიცინო ექსპერტათვისაც კი უცნობია. წარმოგიდგენთ ოთხ ყველაზე ბუნდოვან და ამავე დროს ყველაზე საშიშ ფსიქიურ აშლილობას.

 

კოტარის სინდრომი

საბედნიეროდ, ეს დაავადება ძალიან იშვიათია, მაგრამ ძალიან საშინელი. ადამიანი, რომელიც ამ დაავადებით იტანჯება, დარწმუნებულია, რომ მას სხეულში ერთი ან მეტი ორგანო არ აქვს და აკლია. უარეს შემთხვევაში შეიძლება იფიქროს, რომ უკვე გარდაიცვალა.

ეს არის ბოდვითი აშლილობა, რომელიც პირველად ფრანგმა ნევროლოგმა ჯულე კოტარმა (1840-1889) 43 წლის პაციენტზე დაკვირვებით აღწერა. ქალი დარწმუნებული იყო, რომ სხეულში არცერთი ორგანო არ ჰქონდა. ვინაიდან მას არც „საჭმლის მომნელებელი სისტემა არ ჰქონდა“, არ იკვებებოდა და თავი უკვდავად მიაჩნდა.

კოტარის სინდრომით დაავადებული ადამიანები ხშირად უგულვებელყოფენ პირად ჰიგიენას, არ აინტერესებთ გარე სამყარო. აქვთ შეგრძნება, რომ მუდმივად გაფუჭებული ხორცის სუნი დგას. ამ იშვიათი დაავადების მქონე ადამიანები თვითდაზიანებისკენ არიან  მიდრეკილი.

ეს სინდრომი ხშირად სხვა ფსიქიურ დაავადებას ერთვის – ყველაზე ხშირად შიზოფრენიას და მძიმე დეპრესიას. ხშირად ადამიანი იწყებს საკუთარ თავზე, როგორც გარდაცვლილზე ფიქრს, ეს განსაკუთრებით ხშირად თავის არეში დაზიანების შემთხვევაში ხდება.

 

კაპგრას სინდრომი

მცდარი რწმენა, რომელსაც პროფესიონალურად ”ბოდვა” ეწოდება, მრავალ ფსიქიკურ აშლილობას ახლავს თან. არც კაპგრას სინდრომია გამონაკლისი. პირველად ეს დაავადება ფრანგმა ექიმმა, ჟან-მარი ჯოზეფ კაპგრამ (1873-1950) აღწერა 1923 წელს. ექიმმა დაადგინა, რომ მისი პაციენტების ნაწილს სჯეროდა, რომ მათი ახლო ნათესავი (მშობელი, მეუღლე, შვილი და ა.შ.) შეცვალეს და რომ ის მათი იდენტური ტყუპისცალია. ეს აკვიატებული აზრი ამ სინდრომის მთავარი სიმპტომია. ეს მცდარი აზრები შეიძლება იმდენად შორს წავიდეს, რომ პაციენტი “ტყუპისცალის” ფიზიკურად განადგურებასაც შეეცადოს. ხშირად, ეს დაავადება ადამიანს აიძულებს ახლობელ, საყვარელ ადამიანს ზიანი მიაყენოს.

კაპგრას სინდრომით დაავადებული ადამიანი ახლობლის ნაცნობ სახეს ხედავს, მაგრამ მის მიმართ ემოციებს ვერ გრძნობს და უცხოდ აღიქვამს. ტვინი ავტომატურად აწვდის ინფორმაციას, რომ ადამიანის ვისაც უყურებს, მისი მსგავსია. კაპგრას სინდრომის წარმოშობის მიზეზი და მკურნალობის მეთოდები ჯერჯერობით არ არის ცნობილი.

 

მიუნჰაუზენის სინდრომი

მიუნჰაუზენის სინდრომს გამოგონილ აშლილობასაც უწოდებენ. ამ სინდრომის მქონე ადამიანები ხშირად იგონებენ თავიანთ ფიზიკური თუ ფსიქიკური დაავადებების სიმპტომებს და ამიტომ მუდმივად სხვადასხვა არარსებულ დაავადებებს მკურნალობენ. ზოგიერთი ექიმი მიიჩნევს, რომ ამის ერთერთი მიზეზი ყურადღების მიპყრობაა. თუმცა აშლილობის გამომწვევი რეალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მათ მუდმივად “ავადმყოფის როლი” აქვთ, ამიტომ მათზე მუდმივად ზრუნავენ და ყურადღები ცენტრში არიან.

მიუნჰაუზენის სინდრომის სახელი გერმანელი არისტოკრატის, ბარონი მიუნჰაზენისგან მოდის, რომელმაც სახელი თავს გადამხდარი დაუჯერებელი ისტორიების გამოგონებით გაითქვა სახელი.

უარეს შემთხვევებში მიუნჰაუზენის სინდრომით დაავადებული ადამიანები სხვების დარწმუნებას ცდილობენ საყვარელი ადამიანის ავადმყოფობაში. ყველაზე ხშირად, ეს აშლილობა დედებს ემართებათ, რომლებიც ხალხს არწმუნებენ, რომ თავიანთი შვილები ავად არიან. ხშირად ისინი შეგნებულად იწვევენ ბავშვებში რეალურ სიმპტომებს. დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ქალებმა ბავშვის შარდში სისხლი გაურიეს, ხელოვნურად გამოიწვიეს ღებინება, საკვებში მცირე დოზით შხამი დაუმატეს და ა.შ. მიუნჰაუზენის სინდრომით დაავადებული ადამიანის მიზანი სხვების ყურადღების მიქცევაა, სურთ სხვებს ეცოდებოდნენ, როგორც – „ავადმყოფი ბავშვის დედა“, და მათი აღტაცება გამოიწვიონ, როგორ გმირულად უვლიან ავადმყოფ შვილებს.

 

ალისას საოცრებათა ქვეყანაში-ს სინდრომი

პატარა ალისას და მისი თავგადასავლის ამბავი საოცრებათა ქვეყანაში, ყველასთვის ცნობილია. ამ მოთხრობის სათაური, პატარა ბავშვებში გავრცელებული აშლილობის სახელწოდებაცაა. სინდრომი, ტვინის იმ ნაწილში, რომელიც ვიზუალურ აღქმაზეა პასუხისმეგბელი, მომატებული სისხლის ნაკადის მიწოდებითაა გამოწვეული. ამ აშლილობით დაავადებული ადამიანები გარშემომყოფებს, ძალიან დიდად ან პატარებად აღიქვამენ. “ალისა საოცრებათა ქვეყანაში”-ს სინდრომის მქონე ბავშვებს შეიძლება ლიფტში შესვლის ეშინოდეთ, რადგან ძალიან პატარად მოეჩვენოთ. ამის საწინააღმდეგოდ, შეიძლება ცხოველების პანიკური შიში ჰქონდეთ, რადგან რეალურზე ბევრად დიდად აღიქვან. წარმოიდგინეთ ბავშვი, ჩვეულებრივ პეპელას, ადამიანზე დიდად შეიძლება აღიქვავდეს.

 

ფსიქიკასთან დაკავშირებით სპეციალისტების მოსაზრებები თანდათანობით იცვლება. დღეს მრავალი სერიოზული ფსიქიური აშლილობა არსებობს, რომლის მკურნალობის მეთოდები ჯერ კიდევ არ არის შემუშავებული. ალბათ წლების შემდეგ სპეციალისტები ამ ფსიქიური დაავადებების მკურნალობის გზებს იპოვნიან.