LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ადამიანს შეუძლია ნებისმიერ დროს გამოსწორდეს და დაიწყოს ახალი ცხოვრება“ – ბიზნესმენის ისტორია

284
Bill-Gates-640x404-1

ამერიკელი ბიზნესმენი, კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი მსოფლიოში მეორე ყველაზე მდიდარ ადამიანად ითვლება. მისი პირადი კაპიტალი 2019 წლისთვის შეადგენდა 96.5 მილიარდ აშშ დოლარს. ბილ გეიტსის ბიზნესში მსოფლიო მასშატაბით დასაქმებულია 144,106 ადამიანი.

ბავშვობა და კარიერის დასაწყისი

ბილ გეიტსი სიეტლში გაიზარდა. მამა უილიამ გეიტს II სიეტლის რწმუნებული იყო, ხოლო დედა, მერი გეიტსი – სკოლის მასწავლებელი. 13 წლის ასაკში ბილს უკვე ჰქონდა კონკრეტული ინტერესი კომპიუტერების მიმართ. მან ჰარვადის უნივერსიტეტში ჩააბარა. სწორედ იქ, ერთ პატარა ოთახში მოუვიდა იდეა დაეარსებინა ისეთი კომპანია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით პოპულარული გახდებოდა. სწავლისას ის ფიქრობდა, როგორ ექცია თავისი ოცნება რეალობად. მალე მიატოვა ჰარვარდში სწავლა და დაიწყო საკუთარ ოცნებაზე მუშაობა. მიზანი, დაეარსებინა კომპანია Microsoft-ი რეალობად აქცია. მეგობართან ერთად დაარსა კომპანია, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის უმსხვილეს მწარმოებელ კომპანიად იქცა მსოფლიოში.

პირადი ცხოვრება

ბილ გეიტსის მეუღლე მელინდა ფრენჩია, რომელთანაც სამი შვილი ჰყავს. წყვილი დაკავებულია ქველმოქმედებით. 2015 წელს მათ 28.8 მილიარდი დოლარი გადარიცხეს მსოფლიოს ჯანმრთელობისა და განათლების ფონდში.

გეიტსის ჰოფი სხვადასხვა ანტიკვარული ნივთების შეგროვებაა. მის კოლექციაშია ლეონარდო და ვინჩის ხელნაწერებიც, რომელიც ერთ-ერთ აუქციონზე შეიძინა. გარდა ამისა, როგორც ამბობენ გეიტსების სახლში ხშირად იმართება საქველმოქმედო სადილები, სადილზე დასწრება 1 000 000 დოლარი ღირს. შეგროვილი თანხა კი დიუკის უნივერსიტეტს ერიცხება, რომელშიც თავის დროზე მელინდა ფრენჩი სწავლობდა.

ბილ გეიტსის რჩევებით ბევრი დამწყები და მოქმედი ბიზნესმენი სარგებლობს.

„სკოლაში არიან ლუზერები და გამარჯვებულები, მაგრამ ცხოვრებაში არა. ადამიანს შეუძლია ნებისმიერ დროს გამოსწორდეს და დაიწყოს ახალი ცხოვრება” – ბილ გეიტსი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები