LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ადამიანს ყოველთვის ის აშინებს, რაც არ იცის და სძულს ის, რისიც ეშინიათ”, – იუ ნებსეს ცნობილი გამონათქვამები

7776
1507921740-0-179-1462-1006-600x0-80-0-0-44a002775954895c809ed5fb269a55ac

მართალია, ყოფილმა ეკონომისტმა იუ ნებსემ ნორვეგიული როკ-ჯგუფის Di Derre შემადგენლობაში მოიპოვა პოპულარობა, მაგრამ ნამდვილი აღიარება მაინც ჰარი ჰოლეზე შექმნილი დეტექტივების სერიით მოიპოვა. სხვათაშორის, სწორედ ნებსეს რომანის ეკრანიზაციაა ცნობილი სერიალი “ოკუპირებულები”.

fortuna.ge გთავაზობთ ცნობილ გამონათქვამებს:

ადამიანისგან, ვისთანაც ბრწყინვალე სექსი გქონდა წასვლა შეიძლება, მაგრამ აუცილებლად უკან დაბრუნდები.

რა უფრო უარესია – მოკლა ის, ვისაც სიცოცხლე უნდა, თუ აცოცხლო ის, ვინც სიკვდილს ნატრობს?!

დემონები უნდა დაიმონო, ტკივილი კი, დაიმორჩილო.

ტელევიზორის ყურება ადამიანს თვითრწმენას მატებს. როცა უყურებ, ეკრანზე იდიოტების “ციმციმს” უყურებ, საკუთარი თავი გენიოსი გეჩვენება.

ტკივილი სინამდვილეში კარგი რამაა, რადგან სწორედ ტკივილის წყალობით შეგვიძლია გადარჩენა.

ის, ვისაც ელი, არასდროს მოდის. სამაგიეროდ, უამრავი სხვა მოვა.

ზოგერ თვითმკვლელობა საუკეთესო შურისძიებაა, რათა სინანულის გრძნობა გაუღვიძო მათ, ვინც გაგწირა.

ადამიანებს ძალიან უყვართ მოჩვენებითი კეთილი საქმეების “შეგროვება”, რადგან სინამდვილეში ძალიან ეშინიათ საკუთარი ბოროტების.

ზოგჯერ თვითონ არ ვიცით რას ვეძებთ, სანამ არ ვიპოვით.

როგორი ქაოსი იქნებოდა სამყაროში, ადამიანებს ერთმანეთის აზრების წაკითხვა რომ შეეძლოთ.

ყველას აინტერესებს, რაშია ცხვრების აზრი და არავინ ინტერესდება, რაშია სიკვდილის აზრი.

ადამიანები ვართ, როცა გვპატიობენ და ღმერთები, როცა ვპატიობთ.

… რა თქმა უნდა, უჩემოდაც გადასარავედ იცხოვრებ, საკითხავია შეძლებ თუ არა ჩემთან ერთად გადასარევად ცხოვრებას?!

იყო მარტო ნაკლებად საშიშია, ბევრად უარესია, როცა არაცის სჭირდები.

არ შეიძლება ბავშვის იძულება უყვარდეს ის, რაც მის მშობლებს მოსწონთ.

ადამიანი მაწანწალა ძაღლს ჰგავს, რომელსაც ყოველთვის შეუძლია დაგკბინოს უმიზეზოდ.

სინამდვილეში ყველა ერთნაირად სასტიკები ვართ, უბრალოდ ზოგი საკუთარ მონსტრებს გარეთ გამოსვლის უფლებას აძლევს, ზოგი კი, მათ მოთოკვას ახერხებს.

მოწევა – ღორული ჩვეულებაა და კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ადამიანი ერთადერთს – მხოლოდ სიამოვნებას ეძებს ცხოვრებაში.

“ოდესმე” – არასდროს ამართლებს.

დაუკმაყოფილებელ სურვილზე უარესი, საერთოდ სურვილის არ არსებობაა.

სიამაყე ფუფუნებაა, რომლის უფლებას ყველა ვერ აძლევს საკუთარ თავს, ამიტომ ბევრი ამპარტავნობით კმაყოფილდება.

მთავარი პირველი შთაბეჭდილებაა, რადგან ახლის გაცნობისას ყოველთვის პირველი აზრი ამართლებს.

ადამიანის ტვინი ოთხგანზომილებიანი ლაბირინთია, რომელიც ყველამ გაიარა, მაგრამ გზა ვერავინ დაიმახსოვრა.