LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ადამიანური სიკეთის გამოვლენის დრო დადგა“ – მეგან მარკლი და პრინცი ჰარი საგანგებო მიმართვას ავრცელებენ

200
mgnghrnsws

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი კანადაში იმყოფებიან. ისევე, როგორც ყველა ქვეყანა, კანადაც აქტიურადაა ჩართული COVID-19-თან ბრძოლაში. სასექსის ჰერცოგმა და მისმა მეუღლემ საჯარო გამოსვლები გააუქმეს, თუმცა, გულშემატკივრებს „ინსტაგრამის“ საშუალებით ეხმიანებიან. დღეს მათ სპეციალური მიმართვა გაავრცელეს: „ჩვენ ძალიან გვჭირდება ერთმანეთის თანადგომა. აუცილებელია, რომ თავი მარტოსულად არ ვიგრძნოთ. ჩვენია ვალია, გადავდაგთ ნაბიჯი წინ. ადამიანური სიკეთის გამოვლენის დრო დადგა“- წერია განცხადებაში.

აქვე პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ მზადყოფნა გამოთქვეს, დაეხმარონ ორგანიზაციებს, რომლებიც კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში აქტიურად არიან ჩართულნი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები