LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ADB-იმ $100 მილიონიანი სესხი გამოგვიყო

86
thumb

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაამტკიცა საქართველოს მთავრობის დასახმარებლად, ახალი კორონავირუსის (კოვიდ-19) პანდემიის გავრცელების შეჩერების, ბიზნესზე უარყოფითი ზემოქმედების შერბილებისა და მოწყვლადი ჯგუფებისთვის, მათ შორის ქალებისა და ბავშვებისთვის საარსებო საშუალებების შესანარჩუნებლად.

„საქართველოს – მნიშვნელოვანი სავაჭრო და ტურისტული ჰაბის – ჯანდაცვა და ეკონომიკა კოვიდ-19-მა დიდი რისკის წინაშე დააყენა. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს პანდემიის საპასუხო ქმედებებში და ეს კომპლექსური პაკეტი ქვეყნისთვის აუცილებელ სამედიცინო და სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებებს მოხმარდება. იგი ADB-სა და საქართველოს შორის ათ წელზე ხანგრძლივ თანამშრომლობას ემყარება ფისკალური მენეჯმენტისა და სოციალური დაცვის მიმართულებით, რაც ეკონომიკის პოსტ-პანდემიური გაჯანსაღების მთავარი ფაქტორებია,”- განაცხადა ADB-ის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ.

აღსანიშნავია, რომ ADB-ის CARES პაკეტი შეიქმნა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და სხვა განვითარების პარტნიორებთან ერთად საქართველოში კოვიდ-19-ის კრიზისის დაძლევის კოორდინირებული მუშაობის ფარგლებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები