LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადელის ახალ ფოტოს კრიტიკა მოჰყვა – მომღერალი იამაიკის დროშის შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს

238
adelenewsgst3

ბრიტანელი მომღერალი ადელი იამაიკის დროშის შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს. მიზეზი კი მომღერლის „ინსტაგრამზე“ განთავსებული ახალი ფოტოა, სადაც მას იამაიკის დროშის ფერებში საცურაო კოსტიუმი აცვია. სოციალური ქსელის მომხმარებლები ამ ფაქტმა აღაშფოთა. ისინი ფიქრობენ, რომ ეს იამაიკის შეურაცხყოფაა, რაც ეროვნული სიმბოლოების მიმართ უპატივცემულობის გამოხატვას ნიშნავს.

ადელის ახალ ფოტოს ახლდა პოზიტიური კომენტარებიც. ბევრი მიიჩნევს, რომ „გრემის“ მფლობელმა მომღერალმა ამ ჟესტით უბრალოდ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, როგორ დაიკლო წონაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები