LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადელმა წიგნი დაასახელა, რომლის დახმარებითაც 44 კილო დაიკლო

230
1

ადელმა სოციალურ ქსელში წიგნის ფოტო გააზიარა, რომლის წყალობითაც წონაში დაკლება შეძლო. ეს გახლავთ გლენონ დოილ მელტონის ბიოგრაფიული რომანი „მოუთვინიერებელი“, სადაც ავტორი საკუთარიისტორიას ყვება. გლენ დოლ მელტონი წიგნში ყვება, როგორ ებრძოდა ალკოჰოლდამოკიდებულებასა და ბულემიას: „თუ მზად ხართ, ეს წიგნი თქვენს აზროვნებას თავდაყირა დააყენებს“- წერს მომღეალი. ადელი ამბობს, რომ სწორედ ამ წიგნმა მისცა ძალა, რათა დიეტა დაეწყო და სასურველ წონამდე მისულიყო.
„კარგი ცხოვრება რთულია, ამიტომ წაიკითხეთ ეს წიგნი და შეეცადეთ, გაატაროთ ის პრაქტიკაში“ – ურჩევს მომღერალი გამომწერებს. შეგახსენებთ, რომ ჯამში ბრიტანელმა მუსიკოსმა 44 კილო დაიკლო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები